x
image
კატაპულტი
ნახევარძმის მოკვლის შემდეგ კიმ ჩენ ინმა, სავარაუდოდ,ძმისშვილიც გამოასალმა სიცოცხლეს
image
როდესაც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი, კიმ ჩენ ინი თავად არ ხვდება უცხოური მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში, მაშინ საინტერესო ინფორმაცია მისი ნათესაობის შესახებ ვრცელდება. ამჯერად, ბრიტანული “DAILY STAR" იუწყება, რომ დაკარგულია კიმ ჩენ ინის ძმისშვილი, კიმ ჰან სოლი, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრის შემდეგ გაუჩინარდა. ის დიქტატორის იმ ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის უფროსი ვაჟია, რომელიც 2017 წელს მალაიზიაში, კუალა ლუმპურის აეროპორტში მოწამლეს და მოკლეს. მას სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხეს. კიმ ჩენ ინის ძმისშვილი

ჩრდილოეთ კორეაში არსებული დისიდენტური ჯგუფი კიმ ჩენ ინის ძმისშვილს ეხმარებოდა, რადგან ამ უკანასკნელს ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ილის კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ.

ამჟამად გაუჩინარებულს ცოტა ხნის წინ ამსტერდამში წასვლა და იქ თავშესაფრის მოთხოვნა სურდა. ის ტაივანიდან უნდა გაფრენილიყო ევროპულ ქვეყანაში, თუმცა “DAILY STAR"-ი ამბობს, რომ კიმ ჰან სოლი ნიდერლანდებში არ ჩასულა. ტაივანიდან მისი კვალი ქრება.


როგორც გამოცემა “NEW YORKER" იუწყება და თავის მხრივ, რამდენიმე წყაროს ეყრდნობა, კიმ ჰან სოლი CIA-ს წარმომადგენებს შეხვდა, რომელთაც ის და მისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადამალეს.



ასევე საინტერესოა:

კიმ ჩენ ინი ბაიდენის ინაუგურაციაზე რაკეტებს ცეცხლს გაუკიდებს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის ხალხს უკვე ჭამასაც უკრძალავს


როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია


რამდენად სახიფათოა ჩრდილოეთ კორეასთან ომი?!

3
284
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
284
  
2020, 1 დეკემბერი, 14:34
ეს რა საშინელი ადამიანია
2020, 29 ნოემბერი, 15:12
ავადმყოფია ეს კაცი...
0 1 3