x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჰაეროვანი ზეფირი "ნაძვის ხეები" საახალწლო სუფრისათვის
image





ახალი წლისათვის გთავაზობთ საოცარი ზეფირის რეცეპტს, მწვანე ნაძვის ხეების სახით გაფორმებულს. ბეზე " ნაძვის ხეები" შეიძლება, მოვამზადოთ ახალი წლის ტკბილი სუფრისა, ან ბაღში თუ სკოლაში ბავშვების გასამასპინძლებლად - აღფრთოვანება და სადღესასწაულო განწყობა გარანტირებულია.

5 ულუფა (პორცია);

2 სთ და 20 წთ.;

საჭირო პროდუქტები (5 ულუფაზე):

image


კვერცხის ცილა - 3 ცალი;


შაქარი - 200 გრამი;

ლიმნის წვენი - 2 ჩაის კოვზი;

საკონდიტრო ნაცხი - 1 სუფრის კოვზი;

მწვანე ფერის საკვების საღებავი - 1 სუფრის კოვზი;

ასევე, საკონდიტრო ტომარა (ტოპრაკი), ვარსკვლავები (საკონდიტრო ნაცხი), ფუნჯი.




1. კვერცხების ცილები გამოვაცალკევოთ გულებისაგან (გულები არ დაგვჭირდება). ცილებს არ უნდა გაერიოს გული, ერთი წვეთიც კი. ცილები გადაიტანეთ კარგად მშრალ ჯამში.

2. ცილას დააყარეთ შაქარი და ათქვიფეთ. შაქრის ოდენობის განსაზღვრისას ისარგებლეთ თანაფარდობით 1:2, ანუ შაქარი ცილებზე 2-ჯერ მეტი მასის უნდა იყოს. 3 კვერცხის ცილა დაახლოებით უდრის 100 გრამს და ამიტომაც შაქარი გვჭირდება 200 გრამი.

3.ცილები და შაქარი კარგად მოურიეთ და დადეთ ორთქლზე. ამისათვის ქვაბში ჩაასხით წყალი (დაახლოებით 2 თითის სიმაღლეზე), აადუღეთ, დააყენეთ საშუალო სიძლიერის ალი, ცილა- შაქრის ნაზავიანი ჯამი დაადეთ ქვაბს ისე, რომ ქვაბის ფსკერს და ამდენად, წყალს არ შეეხოს ჯამი. ურიეთ მასა ნელ-ნელა, დაელოდეთ, სანამ შაქრის კრისტალები არ გადნება. ამას დასჭირდება დაახლოებით 5 წუთი.

4.ცილანარევი მასა გადაიტანეთ სხვა ჯამში, მას ექნება დაახლოებით 60 გრადუსი ტემპერატურა. ურიეთ სამზეულოს კოვზით, ან მიქსერით ათქვიფეთ.

5. თქვიფეთ ცილის ნარევი იქამდე, სანამ არ აქაფდება და მკრივი, თეთრი მასა არ მიიღება.დაახლოებით შუა პროცესში ჩაასხით ლიმნის წვენი.

6.შემდგომ ათქვეფილ მასას დაუმატეთ მწვანე საკვების საღებავი.

7.ისევ ათქვიფეთ მასა, რათა თანაბრად შეიღებოს.

8.საკონდიტრო ტომარა (ტოპრაკი) ჩადეთ ჭიქაში. ასე უფრო მოსახერხებელი იქნება ცილის მასის ტოპრაკში ჩასხმა.

9.ჩადეთ ფუნჯი მწვანე საკვების საღებავში და საკონდიტრო ტომარას წაუსვით რამდენიმე ზოლად.


image


10.გადაიტანეთ ცილის მასა საკონდიტრო ტომარაში და ამოიღეთ ჭიქიდან.



image



image



11.გამოაცხვეთ საცხობი ქაღალდით (პერგამენტით), ჩართეთ ღუმელი 75-80 გრადუსზე, რომ გახურდეს. დააწყვეთ ნაძვის ხეები, ჯერ ქვედა დონეზე, მერე ისევ გამოწურეთ საკონდიტრო ტომარა და გააკეთეთ მეორე რიგი, ასევე, მესამე რიგი...




image


12.ბეზე "ნაძვის ხეებს" მოაყარეთ ფერადი საკონდიტრო ნაცხები.



image


13.ღუმელში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ბუჩქები უნდა იყოს აბსოლუტურად მშრალი და ადვილად სცილდებოდეს საცხობ ქაღალდს.




image


14."ნაძვის ხის" ფორმის ზეფირები გადაიტანეთ თეფშზე და მიირთვით გემრიელად!








0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0