x
image
კატაპულტი
შოკი: შესაძლოა, მარადონას გვამი ამოთხარონ

image
პარასკევს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი, დიეგო არმანდო მარადონა მისმა ნათესავებმა და გულშემატკივრებმა უკანსკნელ გზაზე გააცილეს. არგენტინელი ლეგენდა კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ რამდენიმე საათი იყო აქედან გასული, რომ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. სანტიაგო ლარა მარადონას გვამის ამოთხრას გეგმავს. 19 წლის არგენტინელი ამტკიცებს, რომ ის დიეგოს არაღიარებული შვილია და ამის დასადასტურებლად შესაძლო მამის გვამის ექსკუმაციას ითხოვს. ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთ ტვ-შოუში განაცხადა.

სანტიაგო ლარა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოვიდა ტელევიზიით და მარადონასგან მისი შვილად აღიარება მოითხოვა, რაზედაც ყოფილი ფეხბურთელისგან უარი მიიღო.


ცნობისთვის, დიეგო არმანდო მარადონას 5 შვილი დარჩა ოთხი სხვადასხვა ქალისაგან, მათ შორის 2 ბიჭი და 3 გოგო.

აღსანიშნავია, რომ მარადონას შვილობაზე პრეტენზია, სანტიაგო ლარას გარდა, კიდევ აქვთ 3 კუბელს - ჯუანას, ლუს და ხავიელიტოს, ასევე 23წლის მაგალი გილს.

სანტიაგო ლარა აცხადებს, რომ მარსელო ლარა მისთვის ყოველთვის მამად დარჩება, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთის ლეგენდა მისი მამა იყო. ამის დასადასტურებლად სანტიაგოს მარადონას გვამის ექსკუმაცია მოუწევს.


1
653
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
653
  
2020, 1 დეკემბერი, 3:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1