x
image
გემი დალანდი
ღალატზე უარესი: მამაკაცმა ფეისბუქით შეიტყო, რომ ცოლი გაუთხოვდა
image

ეს წყვილი მრავალი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული და 4 შვილსაც ზრდიდნენ. ერთ ჩვეულებრივ საღამოს ელიოტ ევერარდი ფეიბუქს ათვალიერებდა და ვიღაცის ქორწილის ფოტოს წააწყდა. თითქოს უჩვეულო არაფერია ამაში, თუ არ ჩავთვლით, რომ პატარძალი ედუარდის მეუღლე გახლდათ.

როცა მეღლისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, ელიოტს უპასუხეს, რომ მან ყველაფერი არასწორად გაიგო და რომ ის უბრალოდ პატარძლის მეგობარი და მეჯვარე იყო ქორწილში. ელიოტს ეჭვი მაინც არ ასვენებდა, ამიტომ მან ცოტა ხნის წინ დაქორწინებულთა სია შეამოწმა და იქ თავისი მეუღლის სახელი და გვარი აღმოაჩინა: ლიზა ევერარდი ცოლად გაჰყვა მაიკლ ჰიუზს.imageლიზა ევერარდი და მაიკლ ჰიუზი

ელიოტი განადგურებული იყო. ლიზა ევერარდი კი ორქმრიანობაში დაადანაშაულეს. ქალმა განაცხადა, რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, იმ მიზეზით, რომ თითქოს ელიოტი მას თავის გვერდით ყოფნას აიძულებდა.


დიდ ბრიტანეთში ერთდროულად ორ ქორწინებაში ყოფნა დანაშაულია და პატიმრობასაც კი ითვალისწინებს. თუმცა, ლიზას გაუმართლა:სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მანამდე ლიზა ნასამართლევი არ იყო და 150 საათიანი გამოსასწორებელი სამუშაო მიუსაჯა.

ამასთან, ლიზას მეორე ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი და თუ ქალი კვლავ მოისურვებს გათხოვებას, ჯერ ელიოტს უნდა გაეყაროს.



0
110
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0