x
image
კატაპულტი
ჩვენი დროის ცნობილი ფეხბურთელები და მათი მომხიბვლელი მეორე ნახევრები
დღესდღეობით ფეხბურთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობაა და შესაბამისად, ფეხბურთელებიც გულშემატკივართა დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ზოგიერთ მათგანს მეორე ნახევრებიც ჰყავს და მათთან ერთად იზიარებენ ყველა სიხარულსა და იმედგაცრუებას. ქვემოტ წარმოგიდგენთ ჩვენი დროის ცნობილ ფეხბურთელებს და მათ მომხიბვლელ მეუღლეებს.



სერხიო რამოსი და პილარ რუბიო.

imageესპანური “რეალ მადრიდის" ფეხბურთელი 2019 წლიდანაა დაქორწინებული პილარ რუბიოზე. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაახვია თავბრუ სამეფო კლუბის მცველს. მათ ახლა სამი შვილი ჰყავთ.

კრისტიანო რონალდო და ჯეორჯინა როდრიგესი.


imageპორტუგალიელი კრისტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია და 2017 წლიდან ის არგენტინელ მოდელთან, ჯეორჯინა როდრიგესთან ერთადაა.



დევიდ დე გეა და ედურნ გარსია.

image

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი 2010 წლიდან ესპანელ პოპ-ვარსკვლავზე, ედურნ გარსიაზეა დაქორწინებული.


იანიკ კარასკო და ნოემი ჰაპარტი.imageესპანური ფეხბურთის (“ატლეტიკო მადრიდის") კიდევ ერთი ვარსკვლავი იანიკ კარასკო 2017 წელს ბელგიელ მოდელ ნოემი ჰაპარტზე დაქორწინდა, ეს უკანასკნელი 2013 წელს “მის ბელგია" გახდა.


ალექს ოქსლეიდ - ჩემბერლენი და პერი ედვარდსი.

image

ფეხბურთელი 2014-207 წლებში ლონდონის “არსენალის" ღირსებას იცავდა, ახლა კი ის “ლივერპულში" თამაშობს.2017 წლიდან ფეხბურთელი და ინგლისელი მომღერალი პერი ედვარდსი ერთად არიან. ფეხბურთის მაყურებლები ამბობენ, რომ მოთამაშე სტადიონზე ყოფნის დროსაც კი ვერ აცილებს თვალს მის საყვარელ ქალს.


გილფი სიგურდსონი და ალექსანდრა ივანსდოტირი.

image

ისლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ს/კ “ევერტონის" ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი 2019 წელს დაქორწინდნენ. გოგონა 2008 წელს "მის ისლანდია" გახდა, ხოლო “მის მსოფლიო"-ზე მე-15 ადგილი დაიკავა.



დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ სტატიაში იხილავთ: ლიონელ მესის, მარიო გოტცეს, ნური შაჰინს, დევიდ ოსპინას, ნეიმარს, ჯემი ვარდსა და მათ საყვარელ ქალბატონებს.


ასევე იხილეთ:

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – 1930 წლის უნიკალური ფოტოები და ისტორია


3
236
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
236
  
2020, 5 დეკემბერი, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 დეკემბერი, 3:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 1 დეკემბერი, 3:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3