x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:რის გამო გადაიქცა ბერმუდის სამკუთხედი ანომალიურ ზონად?
image



მრავალი წლის განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედი ასოცირდება მისტიკასა და საფრთხესთან. რამდენი გემი და თვითმფრინავი დაიკარგა მის სიღრმეში, ამის დათვლაც კი შეუძლებელია. ჩნდება კითხვა:ნუთუ მართლაც ასე საშიში და უცნობია ბერმუდის სამკუთხედი? ამაში შეგვიძლია გავერკვთ სამეცნიერო თვალსაზრისით, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ბევრ კითხვასაც გაეცემა პასუხი.






ყველაფერი მისტიკიდან დაიწყო. ბერუდის სამკუთხედის შესახებ საუბარი 1950 წელს დაიწყო ჟურნალისტ ედვარდ ჯონსის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ. მამაკაცი წერდა ამ რეგიონში მოხდარ უცნაურ ინციდენტებზე, მაგრამ მის სტატიას არავინ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ამასთან, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდებოდა ბერმუდის სამკუთხედის ზონაში გაუჩინარების შესახებ, მაშინ ხალხმა ფიქრი დაიწყო, ხოლო, მეცნიერები და მკვლევარები დაინტერესდნენ.





image






პირველი ოფიციალური გაუჩინარება მოხდა 1918 წელს, ეს იყო ხომალდი "ციკლოპი", სადაც 300 ადამიანი იმყოფებოდა. ხომალდი უზარმაზარი იყო, მაგრამ ვერცერთი ნამსხვრევი და მგზავრი ვერ იქნა ნაპოვნი.





1945 წელს 5 ბომბდამშენი გაქრა ბერმუდის სამკუთხედის ზონის თავზე. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ისინი თავიანთი მარშრუტით მიფრინდნენ, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ხუთივე მფრინავმა დაკარგა მარშრუტი, მათ რადარებზე გაურკვეველი რამ ხდებოდა, თავად მგზავრები ეუბნებოდნენ დისპეტჩერებს, რომ ისინი ხედავდნენ თეთრ კედელს. ასევე, აღსანიშნავია, მფრინავების უცნაური ქცევა, თითქოს ისინი ვერ აცნობიერებდნენ რას აკეთებდნენ და იგნორს უკეთებდნეენ დისპეტჩერის მითითებებს.





ყველა საიდუმლო კი მეთანშია.მეცნიერები ამ კითხვებზე ძალიან დიდხანს მუშაობდნენ. მეთანის კრისტალური ჰიდრატების ვერსია ჯერ კიდევ 20 წლის წინ არსებობდა. დღეს ეს ვერსია დადასტურდა. ბერმუდის სამკუთხედის ზონის ზედაპირის ქვეშ წარმოიქმნება დიდი ბუშტები, რომლებიც ივსება მეთანის ჰიდრატით. როდესაც ბუშტი იზრდება, უზარმაზარი გორა იქმნება წყლის ზედაპირზე, სწორედ ასეთი გორაკებიდან სრიალდებიან ხომალდები. შემდეგ ასეთი ბუშტები ფეთქდება და ამის გამო იქმნება გვირაბი, რომელიც ხომალდებს ითრევს. ეს არის მთელი გამოცანა და არანაირი მისტიკა. რაც შეეხება თვითმფრინავებს, მეთანის ბუშტის გაზი ჰაერში იწევს, ეს უზრუნველყოფს მის კონტაქტს თვითმფრინავის ძრავასთან, რაც იწვევს აფეთქებას.





image





კიდევ ერთი დადასტურებული ვერსია არის ანომალია ჰაერში, რომელიც არც ისე მარტივია. თუ სატელიტიდან ბერმუდის სამკუთხედს გადახედავთ, დავინახავთ, რომ მის ზემოთ ექვსკუთხა ფორმის არაჩვეულებრივი ღრუბლებია. ისინი წარმოიქმნება არაღრმა წყლიდან ტენის აორთქლების გამო. ტენიანობა იზრდება ატმოსფეროს ცივ ფენაში და ქმნის ერთგვარ ჩარჩოს. შემდეგ ღრუბლები იწყებენ დრაივს და აფეთქებას, რის შედეგადაც ძლიერი ჰაერის ნაკადი ჩნდება. ჰაერის ასეთი უზარმაზარი ნაკადი პირდაპირ წყალში მიედინება და იწვევს ძლიერ ტურბულციას. გარდა ამისა, ზოგჯერ გოლფსტრიმის ცხელი წყლებისა და ქარიშხლის ნაკადი ხდება მკვლელი ტალღების წარმოქმნის მიზეზი, რომელთა სიმაღლე 30 მ აღწევს. ტალღები მოულოდნელად ჩნდებიან და ისე სწრაფად ანადგურებენ ხომალდს, რომ დროც კი არ რჩებათ დახმარებისთვის სიგნალის გასაგზავნად.





image




რაც შეეხება იმას, რომ დაკარგული გემების პოვნა ვერ ხერხდება, ამის მიზეზი ძალიან რთული რელიეფია. რელიეფი აქ აერთიანებს როგორც არაღრმა, ასევე, ძალიან ღრმა დინებას. ეს არის ყველაზე რთული რელიეფი მთელ ატლანტის ოკეანეში. ბერმუდის სამკუთხედს აქვს ყველაზე ღრმა თხრილი ოკეანეში. ჯამურად ეს ყველაფერი ქმნის არარეალურ პირობებს ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების საპოვნელად.


0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0