x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
დუბაის პრინცის ზღაპრული ცხოვრება, რომელიც არც კი დაგესიზმრებათ

image


პრინცების ცხოვრება ერთი შეხედვით, აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. მათ აქვთ ყველაფერი და თან საუკეთესო - ყველაზე ძვირადღირებული მანქანები, ვილები, პირადი თვითმფრინავები და რაღა თქმა უნდა, მდიდრული იახტები. სწორედ ერთ - ერთი ასეთი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ - მინისტრის - მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მემკვიდრე, 38 წლის დუბაის პრინცი ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი გახლავთ, რომელიც "ინსტაგრამის" პირად გვერზე თავისი ცხოვრების ფოტორეპორტაჟებს შესაშური რეგულარობით ათავსებს, რითიც სოციალური ქსელების ნამდვილ ვარსკვლავადაც იქცა.


image


შეიხმა დუბაიში რაშიდის კერძო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სანდჰერსტში სამეფო სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ელიტურ და საკმაოდ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც სწავლის პერიოდი ერთიდან სამ წლამდე მერყეობს. ჰამდანი ასევე ლონდონის ეკონომიკური კოლეჯისა და დუბაის ადმინისტრაციული მართვის კოლეჯის კურსდამთავრებულია


image


დუბაის მმართველის ცხრა ვაჟიდან ყველაზე გამორჩეული ჰამდანი მამის მსგავსად ლექსებსაც წერს, რომელიც უმეტესწილად რომანტიკული და პატრიოტული ხასიათის არის, პრინცი მათ "Fazza"- ს სახელით აქვეყნებს, რაც სიჩქარეს ნიშნავს


image


შეიხი გარდა იმისა, რომ დუბაის საკრებულოს თავმჯდომარეა, ასევე ის დუბაის საამიროს სპორტის კომიტეტის პრეზიდენტი, დუბაის აუტიზმის კვლევის ცენტრისა და ახალგაზრდული ბიზნესის ლიგის აქტიური მხარდამჭერიც გახლავთ


image


მისი უდიდებულესობა გამოცდილი ცხენოსანია, მან აზიის ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც კი მოიპოვა


imageimageimageimage

პრინცი გადასაადგილებლად თითქმის ყველა არსებულ საშუალებას იყენებს, რეაქტიული თვითმფრინავიდან და ლიმუზინიდან დაწყებული, სუფთა ჯიშის არაბული ცხენითა და აქლემით დამთავრებული, რომელსაც ის თავადაც ამრავლებს


imageimage


შეიხი აქლემების მოშენებაზე უზომოდ დიდ თანხას ხარჯავს


image


დუბაის პრინცი ასეთი თვითმფრინავით დაფრინავს


imageimage


ჰამდანი მსოფლიოში ერთადერთი მცურავი სპილო, რაჯანით


image


მემკვიდრე ჰამდანი არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ საქმეებში, არამედ საქველმოქმედო პროექტებშიც აქტიურად მონაწილეობს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსაც იცავს


imageimageimage


პრინცის შინაური ცხოველი


imageimage

შეიხი მანქანებითა და სიმაღლიდან ხტომით სერიოზულად არის გატაცებული


imageimageimageimageimageimageimage

პრინცს ასევე მოგზაურობა და შავარდენით ნადირობა განსაკუთრებულად უყვარს


imageimageimage


სწორედ ამ საპატიო მიზეზის გამო ის რამდენიმე წლის წინ უზბეკეთშიც კი იმყოფებოდა



imageimage


შეიხი ფოტოგრაფიით არის გატაცებული და საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე ერთგულ გამომწერებს ხშირად სასარებლო რჩევებსაც აძლევს თუ როგორ გადაიღონ სწორად ხარისხიანი ფოტოები


imageimageimageimage


როდესაც პრინცი ევროპაში იმყოფება, ყველაზე ხშირად ის ველოსიპედით გადაადგილდება


imageimageimage


მის უდიდებულესობას უყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი დაივინგი და სერფინგი


imageimageimage


ახალგაზრდა პრინცი ასევე თევზაობით არის გატაცებული



imageimageimage


სელფი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობიდან


image


საკუთარ ძმასთან ერთად


image


პიკნიკი უდაბნოში


image


და ბოლოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ - მინისტრის - მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მემკვიდრის, 38 წლის დუბაის პრინცის - ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ქონება არც მეტი, არც ნაკლები 18 მილიარდ დოლარად არის შეფასებული


image




0
19324
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
19324