x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
სოსო ლებანიძე- " .თვალცრემლიანი და ხელის კანკალით ვწერ... გთხოვთ, წაიკითხოთ!.."
image

"ჩემო მეგობრებო!
საქართველოს მოსახლეობავ!
დიდი ტექსტია, თვალცრემლიანი და ხელის კანკალით ვწერ... გთხოვთ, წაიკითხოთ!
გთხოვთ, მოუფრთხილდეთ სიცოცხლეს! გაუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემო მყოფთა სიცოცხლეს! მთავრობით უკმაყოფილო ზოგი პიროვნება წერს "ფბ"-ზე - "არ გავიკეთებ პირბადეს, მაგათი ასე და ისეო"... კი, ბატონო! შეიძლება მეც უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ვიღაცის და რაღაცის ჯინით, ნუ იზამთ ამას! ერთის კომენტარი წავიკითხე, - "პირბადე კურნავსო?" საქმეც ეგ არის, რომ არ კურნავს, მაგრამ მაინც რაღაც თავდაცვა და საკუთარი და გარშემო მყოფთა თავდაზღვევაა! ბრძენმა კაცმა თქვა, - "ქარის დროს წინ ნემსი დაიკავეო"... "კარგ მთქმელს კარგი გამგონეო"... ასეა!
ამას ვწერ გამწარებული კაცი, რომელმაც განიცადა ამ დაუნდობელი დაავადების, ვირუსის ვერაგობა! "კორონით" გარდამეცვალა 45 წლის ახალგაზრდა საყვარელი ადამიანი - სიძე! ეს მოხდა გარკვეული სახის გაუფრთხილებლობით, "ბრმა შემთხვევაო" რომ ამბობენ (ამაზეც მოგითხრობთ) და კონსულტანტი ექიმის ზერელე და უპასუხისმგებლო მოქმედებით ( ამაზეც ქვემოთ)! სკოლის მოსწავლე ჩემს
შვილიშვილ გოგონას ესტუმრა დაქალი, რომელიც ღამე დარჩა მასთან.
მას დაბალი სიცხე ჰქონია (რამდენიმე დღის მერე გამოირკვა, რომ ამ სტუმარ გოგონას და დედამისს ჰქონიათ "კორონა", რაც გავიგეთ, მათი მკურნალობის შემდეგ. მათ ადვილად გადაიტანეს ) ... ეს სტუმარი ბავშვი ხომ ჩემმა სიძემ წაიყვანა მის (სტუმარი გოგონას) სახლში? ყოველივე ამან თავი იჩინა მოკლე დროში და სიძის (ირაკლის) ტემპერატურა 37 გრადუსი იყო... პრევენციის სახით ბევრი სითხე, ლიმონიანი ჩაი... მეორე დღეს ტემპერატურა 38-ზე ავიდა...
ირაკლი წავიდა და გაიკეთა ტესტირება... დაუდასტურდა. ექიმმა კონსულტანტმა ურჩია "პარაცეტამოლის" მიღება და იზოლაცია...ასე გაიარა იზოლაციაში კიდევ ორმა დღემ...სიცხე არ იკლებდა, პირიქით! ამასობაში მის მეუღლესა (ჩემს ქალიშვილს) და შვილებსაც დაუდასტურდათ "კორონა"... იზოლაციას აზრი აღარ ჰქონდა... კიდევ ორმა დღემ გაიარა ... ირაკლიმ სთხოვა კონსულტანტ ექიმს, - ჭარბი წონა მაქვს და სტაციონარში მომათავსეთ, რომ დროულად მომხედონო (რაღა დროულად?! ხუთმა დღემ გაიარა)!
ამ კონსულტანტმა კვლავ რჩევები მისცა (ფაქტობრივად კი გასწირა კაცი!) მხოლოდ მეექვსე დღეს, როდესაც სუნთქვა გაუჭირდა ავადმყოფს, მხოლოდ მაშინ მოვიდა სასწრაფო... ადგილი ძლივს მოიძებნა სტაციონარში, ისიც არა პალატაში...გზადაგზა ჟანგბადის მიწოდებით წაიყვანეს...
სტაციონარში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ ახალგაზრდა კაცისთვის...ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია მოდიოდა... ამასობაში გაჭირვებით ცოლ-შვილმა მოიხადა ეს სენი სახლში... ცოტა ხანში ირაკლის კრიტიკული სიტუაცია შეექმნა და კიდევ ცოტა ხანში დამძიმდა!
ირაკლის გამწარებულმა და დარდით გასავათებულმა მეუღლემ 12 ეკლესიაში სანთლები დაანთო და ილოცა... ძლივს მიაღწია სახლამდე... იმ საღამოს კი ირაკლი ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიაერთეს და...ირაკლი 23 ნოემბერს გათენებულზე სიცოცხლეს გამოესალმა... დარჩა ორი ბავშვი და უმუშევარი მეუღლე (ყველაფერი მნიშვნელოვანია!).
ხომ ხედავთ, რა მოხდა?! რა დააშავა ამ დევკაცმა და კრავივით უწყინარმა ადამიანმა? გავაანალიზოთ! არ იყო, ის ვითომ "ბრმა შემთხვევა", დაუდევრობა?! არ იყო იმ კონსულტანტი ექიმის "რჩევა" დასაწყისშივე გამოტანილი განაჩენი?!!!
იბადება კითხვა, - დიახ! შეგნებულად გაჭიანურებული?! აი, აქედან დაიწყო!!! პასუხიც რომ მოსთხოვო, იტყვის, - "ადგილები არ იყო, ბატონოო!" რა იცი? სცადე, რააა! დროულად მიხედე ავადმყოფს! მით უმეტეს, გეხვეწება, - "მიშველეო!"აფექტში მყოფმა ეს ვითომ კონსულტანტი ფიზიკურადაც რომ გაანადგურო, "ყველა გზა რომში მიდის"?!!!
არააა!!! "თევზი თავიდან ყროლდებაო"... აი, აქ მოდის "აყროლებულ" უთავო "თავთან"... "მეორე ტალღა უარესი იქნებაო"... მერე... რატომ არ შეამზადეთ ადგილები? რატომ არ შეიძინეთ საწოლები? და კიდევ ბევრი რატომ! რაც მთავარია, რატომ ხართ უთავოებიიიიი?!!! რატომ?! "სიცოცხლით სავსე ქალაქიო"?!!! ბევრი რამ ხდება..."ფორს მაჟორი"... მაგრამ ეს სხვა საკითხია! აქ სხვა "ძაღლის თავია ჩამარხული"...
სად წავიდა სახელმწიფოსთვის...ხალხისთვის განკუთვნილი თანხები?! რას მოხმარდა?! წინ კიდევ რამდენი სიძნელეა!!!" -წერს ენათმეცნიერი, რედაქტორი სოსო ლებანიძე.
0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0