x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ოპერაცია ,,ვარსკვლავი" და მფრინავის გმირობა,რომელმაც ცეცხლმოდებულმა მართა თვითმფრინავი
image

ამ ოპერაციის მთავარი გმირი მფრინავი ალექსანდრ მამკინია, რომელმაც 90 ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ბოლოს მას 13 ადამიანი, მთ შორის 10 ბავშვი გადაჰყავდა, როცა თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მიწაზე დაშვებისას მფრინავს ფეხები ძვლებამდე დაწვარი ჰქონდა, ხოლო სათვალე სახეზე დადნობოდა.

ეს ისტორია კი ასე დაიწყო: 1944 წლის თებერვალში ბელორუსმა პარტიზანებმა საგანგაშო ინფორმაცია მიიღეს. ფაშისტების გადაწყვეტილებით, პოლოცკის №1 საბავშვო სახლის აღსაზრდელები სისხლის დონორებად უნდა გამოეყენებინათ გერმანელი ჯარისკაცებისთვის. საბავშვო სახლის დირექტორმა სასწაულის ძალით შეძლო გერმანელები დაერწმუნებინა, რომ ბავშვები სოფელში გაეგზავნათ, რათა იქ მომაგრებულიყვნენ და დონორობა უკეთესად გაეწიათ. თავად დირექტორი იატაკქვეშა ჯგუფებთან თანამშრომლობდა და მათთან ერთად დაიწყო მოქმედება ბავშვების გადასარჩენად. ბავშვები სოფელში გადაიყვანეს და მიუხედავად გერმანელების მკაცრი კონტროლისა, პარტიზანების დახმარებით, მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა შეძლეს.

ბავშვების გადარჩენის ოპერაციას “ვარსკვლავი" ეწოდა და მას პირადად პონომარენკო, საბჭოთა პატიზანული მოძრაობის ხელმძღვანელი აკონტროლებდა.


ამ ოპერაციის შესასრულებლად 105-ე პოლკის საუკეთესო მფრინავები გამოყვეს. მათ შორის იყო ალექსანდრ მამკინიც, რომლის ანგარიშზეც, იმ დროისთვის, 70 საბრძოლო გაფრენა ირიცხებოდა.

პოლოცკის საბავშვო სახლის აღსაზრდელების გარდა, მფრინავებს უნდა გამოეყვანათ 300-მდე დაჭრილი და საბრძოლო მასალები და ამავდროულად პარტიზანებისთვის უნდა მიეწოდებინათ საბრძოლო მასალები და ჰუმანიტარული ტვირთი. ეს ყველაფერი კი ორადგილიანი ფანერის ბიპლანით Р-5-ით უნდა მოეხერხებინათ.

ამ ოპერაციის მნიშვნელობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ მის გადასაღებად კინოოპერატორების სპეციალური ჯგუფიც კი ჩავიდა. სწორედ მათ აღბეჭდეს კადრებზე მამკინი და სხვა პილოტები.

image11 აპრილის ღამეს მფრინავმა მამკინმა თავის თვითმფრინავში 10 ბავშვი, მათი აღმზრდელი და ორი დაჭრილი ჩასვა და აფრინდა.

ფრენა თავიდან მშვიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად ფრონტის ხაზიდან გერმანელების ბომბდამშენები გამოჩნდნენ და ცეცხლი გახსნეს. მამკინის თვითმფრინავი დაზიანდა, ტყვიებმა ძრავი დააზიანა და თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ასეთ სიტუაციაში, როგორც წესი, მფრინავები სიმაღლეს იღებენ და პარაშუტით ხტებიან, მაგრამ მამკინს თვითმფრინავის მიტოვება არ შეეძლო. მას ბავშვები გადაჰყავდა. ცეცხლი კაბინას მისწვდა და ნელ-ნელა მამკინსაც მოედო. აუტანელი ტკივილების და იმის მიუხედავად, რომ ცოცხლად იწვოდა, მას მტკიცედ ეჭირა შტურვალი და ფრენას განაგრძობდა. მის სამოსს, ჩაფხუტს, ჩექმებს ცეცხლი ეკიდა, ის კი ჯიუტად მიფრინავდა დასაფრენი ზოლისკენ.

“მე ამ თვითმფრინავში ვიყავი-იგონებდა ვლადიმი შიშკოვი, ყველაზე უფროსი იმ ბავშვებიდან, რომლებიც მამკინს გადაჰყავდა- მფრინავის ზურგს უკან ვიჯექი, ვხედავდი მის სიმამაცეს, ნებისყოფის ძალას და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ დავესვით მიწაზე. ვხედავდი როგორ იყო გახვეული ცეცხლის ალში, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ, მიუხედავად იმისა, რომ პარაშუტი და გადახტომის ბრძანება ჰქონდა."

როცა თვითმფრინავი დაეშვა, მამკინმა ძვლებამდე დამწვარი ფეხებით თავად შეძლო კაბინიდან გადმოსვლა და იკითხა “ ბავშვები ცოცხლები არიან? "

ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო.

“სულ 4 წლის ვიყავი და ჩემმა მეხსიერებამ ბევრი არაფერი შემოინახა, მაგრამ რაღაცები მახსოვს"-იგონებდა ბავშვთა სახლის კიდევ ერთი აღსაზრდელი ვლადიმირ ფორინკო. -“თვითმფრინავში ძალიან ვიწროდ ვიყავით.თითოეული ბავშვი პირადად მფრინავმა ჩასვა. მახსოვს რაღაც ტკაცუნი, ცეცხლმოდებული თვითმფრინავი და აღმზრდელის ცრემლიანი სახე. მახსოვს, როგორ დამსვეს მიწურში ნარზე, რომელზეც მფრინავი იწვა. სახელ სულ დამწვარი ჰქონდა, ბოდავდა და ხელებს სადღაც იწვდიდა. მოგვიანებით გავიგე, რომ პარაშუტის ღვედები ზედ ჰქონდა მიმწვარი, სათვალე კი სახეზე დაადნა."

imageმამკინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის 17 აპრილს გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ოპერაციის განმავლობაში, მამკინმა 90 ადამიანი გადაარჩინა. სიკვდილის შემდეგ მამკინი საბჭოთა კავშირის გმირობაზე წარადგინეს, მაგრამ, რატომღაც, ეს წოდება არ მიანიჭეს.

2010 წელს ხელმოწერები შეგროვდა და ამჯერად რუსეთის პრეზიდენტს მიმართეს მამკინისთვის გმირის წოდების მინიჭების თხოვნით. თუმცა, ამ თხოვნაზე ასეთი პასუხი მიიღეს: “კომისიამ გადაწყვიტა თავი შეეკავებინა გმირის წოდების მინიჭებაზე, დიდ სამამულო ომში გამოჩენილი დამსახურებისთვის. მოვლენათა ხანდაზმულობის გამო რთულია ობიექტურად გარკვევა იმ გარემოებებში, რომლითაც მაშინდელი უფლებამოსილი პირები ხელმძღვანელობდნენ. კომისიას არაკორექტულად მიაჩნია ომის მონაწილეები ახლა წარადგინოს გმირობაზე. "

imageოტო: ალექსადრ მამიკინი თვითმფრინავში სვამს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0