x
image
დავითი ჩუთლაშვილი
5 წინასწარმეტყველება: როგორი იქნება შორეული მომავალი?
ადამიანთა მოდგმა წარმოშობის დღიდან უამრავ გამოწვევას ებრძვის. ის საკუთარ ისტორიაში უამრავჯერ დამდგარა გაქრობის საფრთხის წინაშე და იყო მომენტები, როცა ჩვენი არსებობის საკითხი ბეწვზე ეკიდა, თუმცა თუ კოსმოსში გავალთ და იქ საკუთარ ქალაქებს ავაგებთ, ჩვენი სახეობა მეცნიერების გამოთვლებით სულ მცირე, მილიარდობით წლის მანძილზე შეინარჩუნებს არსებობას.


მაგრამ მაინც როგორი იქნება შორეული მომავალი და როგორი იქნება ცხოვრება სამყაროში მრავალი საუკუნის შემდეგ, თუ ჩვენი სახეობა პროგრესის დასახული გზიდან არ გადაუხვევს? მოდით, გარკვეული ხნით მოვწყდეთ რეალობას და მცირედით ვიფანტაზიოროთ.


1. “გენიალური” პლანეტები


ექსტრემალურად მაღალ დონეზე განვითარებული ინტელექტი აქვს ადამიანთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს. ისინი ხშირად იტანჯებიან იმით, რომ ირგვლივმყოფებს მათი არ ესმით. შორეულ მომავალში ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება, რადგან სუპერინტელექტის მქონე ადამიანები ცალკე პლანეტაზე დასახლდებიან. ისინი სამარადჟამოდ დააღწევენ თავს ვალდებულებას, იქონიონ რაიმე სახის ურთიერთობა ადამიანთა მოდგმის დაბალგანვითარებულ ნაწილთან. კოსმოსში ისინი ჭეშმარიტად გასაოცარ ქალაქებს ააგებენ, სადაც ცხოვრების დონე დანარჩენ სამყაროსთან შედარებით ასეულებჯერ და ათასეულებჯერ უფრო მაღალი იქნება. ამ პლანეტებზე საცხოვრებლად მოსახვედრად სპეციალური გამოცდების ჩაბარება ან ლიტერატურის, ქიმიის, ფიზიკის და ეკონომიკის დარგში განსაკუთრებული მიღწევების ქონა იქნება საჭირო და არა ეროვნება და წარმოშობა.



2. თავისუფალი სექსი


როგორც არაერთხელ დადასტურებულა, საზოგადოების ცივილიზებულობის და განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი სექსუალური თავისუფლებაა. მომავალში ის ძალიან მაღალი დონის იქნება. სექსი საყოველთაოდ გახდება აღიარებული ჩვეულებრივ მოთხოვნილებად, რომლის სხვადასხვა ასპექტზე საუბარს ტაბუ სამუდამოდ მოეხსნება, რაც მკვეთრად აამაღლებს ადამიანთა სიცოცხლის ხარისხს.


3. სხეულების მოდიფიკაცია


რაც უფრო განვითარებულია ადამიანური საზოგადოება, მით უფრო მეტ მის წევრს უჩნდება მოთხოვნილება, მოახდინოს საკუთარი სხეულის მოდიფიცირება. დღეს სხეულის მოდიფიცირების ყველაზე გავრცელებული ვარიანტები პირსინგი, ტატუ და პლასტიკური ქირურგიაა. შორეულ მომავალში სხეულთა მოდიფიკაცია უჯრედულ დონეზე, ნანოტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. მომავლის ადამიანებს უძლიერესი იმუნური სისტემა და უბერებელი უჯრედები ექნებათ.


4. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა


კორონავირუსის პანდემიამ ნათლად გვიჩვენა, თუ რამდენად არის დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა ინტელექტზე. ვენტილიანი და FFP3 ფილტრით აღჭურვილი პირბადე კორონავირუსისგან დაცვის 99 %-იან გარანტიას იძლევა. ამის მიუხედავად, მოხდა ეპიდემიის გრანდიოზული აფეთქება, რადგან ადამიანები გულგრილად მოეკიდნენ სასიკვდილო საფრთხეს; პირბადეებს ატარებენ და სოციალურ დისტანციას იცავენ მხოლოდ გამორჩეული ინტელექტის მქონე ადამიანები. მომავალში ინტელექტის და სიცოცხლის ხანგრძლივობის ურთიერთკავშირი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველ 10 წელიწადში მთელ პლანეტაზე საშუალოდ 2 წლით იზრდება, 10 ათასი წლის შემდეგ დღევანდელი ტემპებითაც კი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ შესაძლოა, საუკუნეებსაც კი გადააჭარბოს, თუმცა მაღალი ინტელექტის მქონე და არააგრესიული ადამიანები მაინც განსაკუთრებით დიდხანს იცოცხლებენ.


5. ჰელიუმ 3


მომავალში ადამიანთა მოდგმისთვის ყველაზე პოპულარული საწვავი ჰელიუმ 3 გახდება. მისი მარაგები მთელ სამყაროში პრაქტიკულად ამოუწურავია, ხოლო მზის სისტემაში ჰელიუმ 3-ის ყველაზე დიდ მარაგებს ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი, მთვარე ფლობს. ეს არის ყველაზე კომპაქტური, იაფი და ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავი, რომელიც არ შეიცავს არავითარ რისკებს. დღეს გამალებული მზადება მიმდინარეობს ზესახელმწიფოებს შორის ჰელიუმ 3-ის მარაგების სრულფასოვნად ასათვისებლად.


მომავალი

0
535
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0