x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პატრიარქის კურთხევით, სოფელ ოზაანის „ამაღლებაში“ სამონასტრო ცხოვრება აღდგა
image


სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში სამონასტრო ცხოვრება აღდგა და მღვდელმსახურება განახლდა.


26 ნოემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა ოზაანის "ამაღლების" სახელობის მამათა მონასტერში, რასაც ეპარქიის მღვდელმსახურები ესწრებოდნენ.


როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეპარქიაში განუცხადეს, ოზაანის ამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვრად იღუმენი სერაფიმე (შავიძე) დაინიშნა, რომელიც მღვდელმსახურებას ინტენსიურად აღავლენს.



შეგახსენებთ, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს ოზაანის ამაღლების ტაძარი, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა.


image

ივლისის დასაწყისიდან დედოფლისწყაროს კიდევ ერთ სოფელში დაიწყო სამონასტრო ცხოვრება. სოფელ საბათლოში პირველი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა. წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა და პირველი წირვა აღასრულა. როგორც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ტაძარი მოქმედი იქნება და იქ იღუმენი იაკობ ჩაგუნავა იმსახურებს.

.

ამავე თემაზე: დედოფლისწყაროს ყველაზე მოწყვეტილ სოფელში პირველი მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა >>

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0