x
image
Yoona
შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ქალებს პირადი ჰიგიენის ნივთებს უფასოდ მისცემენ
სანამ აზიური ქვეყნების ნაწილში ქალებს პირადი ჰიგიენის საშუალებების მიღება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ (უბრალოდ აფთიაქებსა და მაღაზიებში არ იყიდება), შოტლანდია დიდ ნაბიჯებს დგამს ქალების მხარდასაჭერად მათთვის რთულ პერიოდში – მენსტრუაციის დროს. აქ, ისტორიულ კანონს იღებენ: ძალიან მალე ქალისთვის ჰიგიენური საფენები და ტამპონები უფასო გახდება!

image

1. შოტლანდია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც უფასო საფენებით და ტამპონებით უზრუნველყოფს იმ ქალებს, ვისაც ეს სჭირდება.

image


2. შესაბამისი კანონპროექტი სახელწოდებით „მენსტრუაციული საქონლის პროექტი“ ადრე შოტლანდიის პარლამენტმა მიიღო.

image

3. გეგმის მიხედვით, უფასო ჰიგიენური საშუალებების გავრცელების პროცედურა 2 წლის განმავლობაში ეფექტურად უნდა ამუშავდეს.

image

4. კანონპროექტის ავტორი ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი მონიკა ლენონია.

image

5. კანონპროექტი ერთხმად მიიღეს: 121 ხმა ნულის წინააღმდეგ.

image

6. მონიკა ლენონი აღნიშნავს, რომ ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობის პრობლემა ისე მწვავედ არასდროს დამდგარა, როგორც ახლა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

image

7. პანდემიის პერიოდში ბევრი ქალი სამუშაოს დაკარგვის და ფასების ზრდის გამო ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდის, რის გამოც იზრდება იმ ქალების რიცხვი, ვისთვისაც საფენების და ტამპონების შეძენა შეუძლებელია. ამავდროულად, მენსტრუაცია არავის გაუუქმებია, ამიტომ კანონი წარმოუდგენლად დროული აღმოჩნდა!

image

ვიმედოვნებთ, რომ შოტლანდია მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდება და მალე ქალებს ელემენტარულ ჰიგიენის საშუალებებთან წვდომის პრობლემები არ ექნებათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

„ნაგვის კუნძულმა“ წყნარ ოკეანეში საფრანგეთის ზომას მიაღწია

image

დიდ ბრიტანეთში მენთოლის სიგარეტები აკრძალეს: ნამდვილად ასეთი სახიფათოა?

image

აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

image

ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ

image

სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

image

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
20