x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
2020 წელი მილიარდერებისთვის უპრეცედენტო აღმასვლის წელი აღმოჩნდა
კორონავირუსმა ძალიან ბევრი უკანასკნელი საარსებო სახსრების გარეშე დატოვა; ასობით მილიონი ადამიანის მომავალი მთელ პლანეტაზე დღემდე გაურკვეველია. ასეთ პირობებში 2020 წელი მილიარდერებისთვის აღმოჩნდა უპრეცედენტო წინსვლის და გაფურჩქვნის წელი. მათი ქონება და გავლენები კრიზისის პირობებში გასაოცრად გაიზარდა.


ფაქტი 1: ამერიკის 614 მილიარდერის საერთო ქონებამ პანდემიის დასაწყისიდან ერთ თვეში უკვე 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. 18 მარტს ისინი 2, 9 ტრილიონს ფლობდნენ, ხოლო უკვე ზუსტად ერთ თვეში - 3, 2 ტრილიონს. მათი საერთო სიმდიდრე დღეში 10 მილიარდი დოლარით იზრდებოდა.


პანდემიის გამოცხადებიდან 1 თვეში მხოლოდ ჯეფ ბეზოსის ქონება დაახლოებით 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ბეზოსმა განქორწინებისას ყოფილ ცოლს 36 მილიარდი დოლარი გადასცა, რაც მან თვენახევარზე ნაკლებ დროში აინაზღაურა.


ფაქტი 2: მსოფლიოს მასშტაბით 2017 წლიდან დღემდე მილიარდერები 18 %-ით გამდიდრდნენ.



“ვიკიპედიას” თანახმად მსოფლიოში ამჟამად 2208 მილიარდერია. მათი საერთო ქონება 9, 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.


ფაქტი 3: დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან დღემდე ამერიკელი მილიარდერები 20 %-ით გამდიდრდნენ.


მილიარდერების გამდიდრება ტრამპის საგადასახადო რეფორმამ დააჩქარა. რეფორმა დიდად წაადგა თავად ტრამპის ბიზნესებს. სწორედ ეს იყო კიდეც მისი პრეზიდენტობის უმთავრესი მიზანი: კერძო ბიზნესინტერესები და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის სასათბურე პირობების შექმნა.


ფაქტი 4: 1990-2020 წლებში ამერიკელი მილიარდერების ქონება უპრეცედენტო 1130 %-ით გაიზარდა.


ფაქტი 5: 400 უმდიდრესი ამერიკელი იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც ამერიკის მთელი მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ 64 %-ზე მეტი. 400 უმდიდრესი ამერიკელი მილიარდერი შეერთებული შტატების ქონების 35 %-ს ფლობს. აქედან 3 უმდიდრესი ამერიკელი იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე 160 მილიონი უღარიბესი ამერიკელი.


მაგრამ ყველაზე დამაფიქრებელი რაც არის, მსოფლიოში უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო იზრდება და ამას დასასრული არ უჩანს.


ტრამპი

2
215
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
215
  
2020, 1 დეკემბერი, 3:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 ნოემბერი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2