x
მეტი
  • 24.01.2021
  • სტატია:107185
  • ვიდეო:350425
  • სურათი:474792
პონჩა - მადეირის ტრადიციული სასმელი, რომელსაც წარსულში მეთევზეები სამკურნალოდ იყენებდნენ

image


მადეირის კუნძული გამოირჩევა თავისი ტრადიციებით, გემრიელი საჭმელებითა და სასმელებით. ერთ-ერთი ტრადიციული სასმელია პონჩა და თუ კუნძულზე მოხვდებით, იგი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. თავის დროზე პონჩას განსაკუთრებული სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. იგი ბრიტანელებს პორტუგალიაში დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოუტანიათ. ამ დროისთვის მეთევზეები ხშირად ავად ხდებოდნენ და პონჩა მათთვის წამლის დანიშნულებას ასრულებდა. როგორც ცნობილია, მისი მთავარი იგრედიენტი ინდური სანელებლები იყო, რომელიც სწორედ ინგლისიდან მოხვდა კუნძულზე.

მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, მეთევზეები, ოკეანეში სათევზაოდ გასვლისას ამზადებნენ სასმელს და თან მიჰქონდათ, რადგან კარგი იყო იმუნიტეტისთვის და სჯეროდათ, რომ მათ სხვადასხვა ვირუსისა თუ დაავადებისგან იცავდა. სწორედ მათი დამსახურებით, მადეირაზე პონჩა იქცა ტრადიციულ სასმელად, თანაც იმ დროისთვის კუნძული შაქრის ლერწმის მთავარი მწარმოებელი იყო და აქედან იგი მთელს ევროპაში გაჰქონდათ.


ტრადიციული პონჩა მზადდება ლიმონისა და ფორთოხლისაგან, მაგრამ მადეირაზე თუ მოხვდებით, შეგიძლიათ სხვადასხვა ხილის არომატითაც დააგემოვნოთ.

image

წარმოგიდგენთ პონჩას მომზადების რეცეპტს.

1 ლიტრი პონჩას მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

400 მილიგრამი შქრის ლერწმის ფხვნილი/ შაქარი თქვენზეა დამოკიდებული რამდენად ტკბილი გიყვართ, 200 მილიგრამი ლიმონის წვენი, 200 მილიგრამი აგვარდენტე (ალკოჰოლი), 200/300 მილიგრამი თაფლი, 100 მილიგრამი ფორთოხლის წვენი. ცოტა ამ ციტრუსების კანსაც თუ ჩაახეხავთ, უფრო კარგ არომატს მიიღებს. თუ გსურთ, დაუმატეთ ყინულის ნატეხები.


მომზადების წესი:

ერთად უნდა მოათავსოთ შაქრის ლერწმის ფხვნილი, ლიმონის წვენი და თაფლი პატარა ჭიქაში და კარგად აურიოთ. კუნძულზე პონჩას მოსამზადებლად იყენებენ სპეციალურ ჯოხს, რომელსაც კარალიოს უწოდებენ. იმის მიხედვით, რამდენად ძლიერი გინდათ, დაუმატეთ აგვარდენტე, ურევენ წყალსაც. ხშირ შემთხვევაში, პონჩა როგორც წვენი, ისე ისმევა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სასმელი მოგეკიდათ. თუმცა, გააჩნია სად მიირთმევთ და რა კონცეტრაციითაა მასში ალკოჰოლი.



კუნძულზე პონჩას თითქმის ყველა ბარსა და რესტორანში ამზადებენ და მასთან ერთად უფასოდ მოაქვთ ტრემოსო, მიწისთხილი ან ჩიფსები.



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ:


ყვავილების ფესტივალი კუნძულ მადეირაზე


image


" VIA SACRA " კუნძულ მადეირაზე - ტრადიცია, რომელიც უკვე 25 წელია აღინიშნება


image


როგორ იქცა ნაგავი ხელოვნების ნიმუშად? - ორიგინალური და გიჟური ქუჩის ხელოვნება პორტუგალიის კუნძულ მადეირიდან

image




0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0