x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვენერა — ჩვენი ისტორიული სამშობლო?!

მეცნიერები სერიოზულად განიხილავენ იმის შესაძლებლობას, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ვენერადან იქნა შემოტანილი. აღნიშნულ თეორიას შეუძლია აღიარება მოიპოვოს, თუ მეზობელ პლანეტაზე ბიოორგანიზმების არსებობა დადასტურდება. ამჟამად, «Venera-D»-ს (რუსული ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური) პროექტის ფარგლებში, NASA-ს ასტრობიოლოგები და რუსი ასტროფიზიკოსები ერთობლივ კვლევას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აწარმოებენ.


image


ფოსფინი ვენერას ღრუბლებში


ფოსფინი (PH3) — ბიოსიგნატურულ (ბერძ. βίος – სიცოცხლე და ლათ. signatura – აღნიშვნა) ნივთიერებებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმოქმედების შედეგად წარმოიქმნება და ის, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის მტკიცებულების, ნივთიერებათა სიაში ერთ-ერთია.

imageვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აღმოჩენის შემდეგ, ფაქტიურად დადასტურდა, რომ მასზე ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა. მეცნიერების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პლანეტის ზედაპირზე 500 °С–ია, სავსებით შესაძლებელია, რომ სიცოცხლის გარკვეული ფორმები იქ ისევ არსებობდეს. თუმცა, აუცილებელი არ არის, რომ სიცოცხლე მასზე ჩასახულიყო — ის, შეიძლება, პლანეტაზე სულ სხვა გზით მოხვედრილიყო. მაგ., გამორიცხული არ არის, რომ ბაქტერიები ვენერაზე, დედამიწიდან ჩავარდნილი მეტეორიტის ნაწილებს ჩაეტანა... ან იქნებ, ყველაფერი პირიქით იყო? — სიცოცხლე ვენერაზე, უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე? ამის ვარაუდის საფუძველს უკვე არსებული კვლევის შედეგები იძლევა, რომლის მიხედვით, ვენერას ზედაპირზე ცვლილებები მილიარდი წლის წინ მოხდა და არავინ იცის, მანამდე იქ რა იყო. თუ ოდესმე ვენერაზე სიცოცხლე არსებობდა, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ის დედამიწაზე, სწორედ ამ პლანეტიდა მოხვდა...


გაფრენა, პოვნა და ბაქტერიის დაჭერა!


პლანეტის კვლევისას, ძირითადი ხელსაწყო — სპექტრომეტრია. ყველა ნივთიერება ტოვებს თავის კვალს, რომელის დანახვა სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონში შეიძლება და რადგან პლანეტის ატმოსფერო გაზის მოლეკულებისგან შედგება, ამ შემთხვევაში საუბარი მოლეკულურ სპექტრზეა. სწორედ სპექრის მიერ შთანთქმური მოლეკულების წილით განისაზღვრება ამა თუ იმ გაზის რაოდენობა პლანეტის ზედაპირზე.

imageვენერაზე, სპექტრული ანალიზის მიხედვით, მილიარდ ფოსფინზე, წილი 20-ის ტოლია, რაც ასეთი არასტაბილური გაზისთვის, ძალიან ბევრია. მაგ., დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომუშავება ღია ტიპის სანაგვეებზეც კი ხდება, ამ ქიმიური ნივთიერების აქტიურობის გამო, ის ძალიან ცოტაა. ფოსფინი ვენერაზეც უნდა დაშლილიყო. მაგრამ, რადგან ასე ბევრია, ე. ი. იქ მისი გამომუშავების წყაროც უნდა არსებობდეს. ხოლო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფოსფინი, სწორედ იმ სიმაღლეზეა აღმოჩენილი, სადაც მეცნიერები ბაქტერიების არსებობას ვარაუდობდნენ.

უახლოეს მომავალში, საერთაშორისო სადგურიდან ამერიკული ზონდის გაშვება იგეგმება, რომელიც პლანეტის ღრუბლებში იმუშავებს და მეცნიერები, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, უფრო დეტალურ ცნობებს მიიღებენ.


სიცოცხლის ზონა მზის მახლობლად


მზის სისტემაში სიცოცხლის ფოსფინით მოძებნის იდეა 2019 წელს, ეკზოპლანეტებიდან გაჩნდა, რადგან ამ პლანეტების შემთხვევაში, ამ ნივთიერებას, როგორც ბიომარკერს იყენებენ. ასე ეძებენ მიკროსიცოცხლეს ჩვენი სისტემის გარეთ მდებარე პლანეტებზ. ხოლო, ვენერაზე ფოსფინის აღმოჩენამ, ახალი იდეები გაჩნდა, რომლის მიხედვით, სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს სატურნის და იუპიტერის თანამგზავრებზე — ტიტანზე, ენცელადზე (სატურნის თანამგზავრები) და ევროპაზე (იუპიტერის თანამგზავრი). ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღნიშნულ თანამგზავრებზე აღმოჩენილია ყინული, რომლის ქვეშაც, წყალის არსებობა მოიაზრება. გარდა ამისა, იქ რეგულარულად შეინიშნება გეიზერების ამოფრქვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამგზავრების სიღრმეებში, საკმაოდ მაღალი ტემპერატურა შეიძლება იყოს.

imageსიცოცხლე ვენერაზე, შესაძლებელია, დედამიწაზე უფრო ადრე გაჩნდა, რადგან ახალგაზრდა ვარსკვლავის ტემპერატურა, მისი არსებობის ადრეულ სტადიაზე, 30% ნაკლები იყო. შესაბამისად, მზის სიახლოვეს მდებარე პლანეტაზე ტემპერატურა ბევრად უფრო ნაკლები იქნებოდა და ვენერა, ისევე როგორც დღეს დედამიწა, ე. წ. სიცოცხლის ზონაში მდებარეობდა. ხოლო, დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები ჯერ კიდევ არ იყო. ამ ვერსიას თუ მივყვებით, მაშინ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ ვენერადან შემოვიდა, თუმცა ეს, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეზაა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. ყველაზე გემრიელი ნამცხვრები მოხარშული კრემით

6. ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ფილმებში შეყვარებულები ითამაშეს

0
409
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0