x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა 4,5 მილიარდი წლის წინანდელი ატმოსფერო შექმნეს და მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს

მეცნიერებმა ახლადშექმნილი დედამიწის ატმოსფერო შექმნეს და აღმოჩნდა, რომ იმ დროს, ჩვენი პლანეტა, პირობების მიხედვით, დღევანდე ვენერას ძალიან ჰგავდა.


image

4, 5 მილიარდი წლის წინ, დედამიწის ზედაპირი მთლიანად მაგმით იყო დაფარული. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ციურიხის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი პაოლო სოსი ხელმძღვანელობდა, იმ დროინდელი პლანეტის ატმოსფეროს შექმნა შეძლო. ხოლო, კვლევის შედეგები ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.

საწყის ეტაპზე მეცნიერებმა, ლაბორატორიულ პირობებში, მაგმა შექმნეს — ფხვნილი, რომლის შემადგენლობა გამდნარი მაგმის შემადგენლობის ანალოგიურია. ამისთვის კი, მათ მაღალი ტექნოლოგიების და დაახლოებით, 2000°C ტემპერატურის გამოყენება დასჭირდათ.

ამის შემდეგ, მათ სპეციალური ღუმელი გამოიყენეს, რომელსაც ლაზერით ახურებდნენ და რომელშიც გაზის ნარევის ნაკადებს წარმოქმნიდნენ.

«გაზის ნაერთებს შორის, მთავარი განსხვავება, რომელსაც ვეძებდით, იმაში მდგომარეობდა, რომ გაგვეგო, თუ რა გავლენას ახდენდა წარმოქმნილი აირი მაგმაზე და თუ როგორ იჟანგებოდა მაგმაში რკინა», — აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა. გაზის სხვადასხვა ნაერთებით მეცნიერები მაგმას უბერავდნენ და ცდების შედეგად, გაზების ისეთი ნაერთი მიიღეს, რაც მაგმურ ქანებში დღემდე ფიქსირდება — რკინის ჟანგვის დონე ამ ქანებში, დღემდე ისეთია, როგორიც პირველადი ატმოსფეროს ზეგავლენის შემდეგად იყო.

«არაერთი ცდის შედეგად, მივიღეთ ატმოსფერო, რომელიც იმ ატმოსფეროს ანალოგიური იყო, რაც პლანეტაზე, მისი ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაზე იყო. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, ატმოსფეროს ძირითადი კომპონენტი ნახშირორჟანგი, აზოტი და მცირე რაოდენობით, წყალი იყო. დედამიწაზე გავარვარებული მაგმის მოძრაობის გამო, იმ დროს, ტემპერატურა ბევრად უფრო მაღალი, ხოლო ატმოსფერული წნევა — თითქმის, 100-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ამჟამად არის. ასეთი მახასიათებლებით, ახალგაზრდა დედამიწის ატმოსფერო, ძალიან ჰგავს დღევანდელი მარსის ატმოსფეროს.» — აღნიშნა მეცნიერმა.

ხოლო, საკუთარი შრომიდან, მეცნიერებმა ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთეს: პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, დედამიწა და ვენერა ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. თუმცა, მზესთან სიახლოვის და შედარებით მაღალი ტემპერატურის გამო, ვენერამ წყალი დაკარგა. დედამიწამ კი, ის ოკეანეებში შეინახა. მსოფლიო ოკეანე ატმოსფეროდან СО2 უდიდეს ნაწილს შთანთქავს, რითაც მის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს და პლანეტას გადახურების საშუალებას არ აძლევს.

მეორრე დასკვნის მიხედვით კი, დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვის პოპულარული თეორია, რომლის მიხედვით, პლანეტაზე სიცოცხლე გარკვეული გაზების (კერძოდ, ამიაკის და მეთანის) ურთიერთობის შედეგად, მიღებული ამინომჟავების შედეგად გაჩნდა, ნაკლებად სავარაუდოა — საამისოდ საჭირო გაზები, უბრალოდ, არასაკმარისი იქნებოდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს

2. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

3. უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს

4. დასახელდა საბავშვო ვაქცინა, რომელიც COVID-19-გან იცავს

5. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო

6. რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე

2
681
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
681
  
2020, 5 დეკემბერი, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 დეკემბერი, 3:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2