x
image
გემი დალანდი
ტესტი, რომელიც ტვინის დაბერების და ალცჰაიმერის ნიშნებს ავლენს
image

რა არის ალცჰაიმერი?ეს დემენციის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც პირველად ალოის ალცჰაიმერმა აღწერა 1907 წელს. როგორც წესი, ალცჰაიმერი 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ახალგაზრდებშიც გვხვდება, მაგრამ უფრო იშვიათად.

მეცნიერების პროგნოზი ამ დაავადებასთან დაკავშირებით საგანგაშოა : ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთის ალცჰაიმერით დაავადებულთა რიცხვი გაოთხმაგდება.

imageამ დაავადების სივერაგე ისაა, რომ ძალიან ნელა პროგრესირებს. მისი სიმპტომები ისეთი უმნიშნელოა, რომ ცოტა ვინმე თუ მიაქცევს ყურადღებას. მაგალითად, ვერ გაიხსენებთ ცოტა ხნის წინ მიღებული ინფორმაციას.


რთული დასაჯერებელია, მაგრამ მეცნიერებამ დღემდე ვერ განსაზღვრა მისი წარმოშობის მიზეზი. მიზეზები, შესაძლოა, უამრავი იყოს, უბრალოდ, დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ რაღაც რიგზე არაა.

image

დააკვირდით ამ ნახატს. შეძლებთ მასზე აქლემი იპოვოთ? რა დრო დაგჭირდებათ მის საპოვნელად? თუ აქლემი ვერ იპოვეთ, ან ძალიან დიდი დრო დაგჭირდათ მის მოსაძებნად, სხვა ტესტებიც უნდა გაიაროთ და ტვინი ლოგიკური ამოცანებით და სავარჯიშოებით უნდა დატვირთოთ.

image

პროფილაქტიკა

1) გააზრებული კვება

არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა და დიეტის დიეტით ჩანაცვლება, მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რით იკვებებით.

imageრაციონში B12, B3 და C ვიტამინების ჩართვა მნიშვნელოვნად აფერხებს ალცჰაიმერის განვითარების რისკს და გონებრივი მუშაობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.


2)პროფილაქტიკური კვლევები

ჩვენ იშვიათად ვანებივრებთ ჩვენ თავს ექიმთან ვიზიტებით, მაგრამ კარგი იქნება, თუ წელიწადში ერთხელ სრულფასოვან გამოკვლევებს ჩაიტარებთ.

image

3)ტვინის ვარჯიში

მას შემდეგ, რაც ადამიანი სკოლას და უნივერსიტეტს ამთავრებს, გაცილებით ნაკლებს კითხულობს. ერთფეროვანი საქმე და სამსახურიც თავის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ მონაცემებზე. დაუსახეთ საკუთარ თავს მიზანი: წაიკითხოთ ერთი თვის განმავლობაში წიგნების გარკვეული რაოდენობა.

imageარაა აუცილებელი, მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა იკითხოთ. ადამიანთა ზოგიერთ კატეგორიას გარკვეული ასაკის შემდეგ აღარ იზიდავს ეს ჟანრი და მათ შეუძლიათ სამეცნიერო ლიტერატურას გაეცნონ.

კარგი იქნება, თუ კითხვასთან ერთდ რომელიმე უცხო ენის შესწავლასაც დაიწყებთ. ამგვარი პრაქტიკა შესანიშნავად ავითარებს ჩვენს გონებას და მეხსიერებას.


0
247
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0