x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ფოტოებზე აღბეჭდილი ისტორიული მოვლენები და პიროვნებები
როდესაც მსოფლიო ისტორიას ვკითხულობთ, ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ, თუმცა როდესაც ამ ისტორიებს ფოტოებზე ვხედავთ, ეს სულ სხვა რამაა. ისინი ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან საინტერესოა.


imageფოტო გადაღებულია 1923 წელს და მასზე აღბეჭდილია ტყვიაგაუმტარი ჟილეტის გამოცდა. ის ნიუ-იორკში გამოიგონეს, რადგან ქალაქი განგსტერებისაგან დაცული ყოფილიყო.


imageეს გახლავთ ტიტანიკის ბოლო ფოტო. 269 მეტრისა და 28 მეტრი სიგანის გემი იმდროინდელი თითქმის ყველანაირი კომფორტით იყო აღჭურვილი და ჩაუძირავად მოიაზრებოდა, რაც 1912 წლის 14 აპრილის ღამემ ვერ დაადასტურა. გემი აისბერგს შეეჯახა და 3საათში წყლის ქვეშ აღმოჩნდა, დაიღუპა 1522 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი.



image


ფოტო გადაღებულია 1936 წელს და მასზე გამოსახულია ასობით ადამიანს შორის ერთი მამაკაცი, რომელმაც ნაცისტურ მისალმებაზე უარი განაცხადა.ის ჰამბურგელი ავგუსტ ლანდმესერი იყო.


image1938 წელს გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია ქალი ბავშვის უჩვეულო ეტლით. ნამდვილად შემზარავი ფოტოა, თუმცა ის რეალურია. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა ასეთი ეტლები, რათა პატარები შესაძლო ქიმიური შეტევისაგან დაეცვათ, როგორც ხედავთ, დედაც აირწინაღითაა დაცული.


image


ახალი ფეხსაცმელები. ფოტო გადაღებულია ომის შემდეგ, როდესაც ბევრს არ ჰქონდა ბედნიერება, ახალი ფეხსაცმელი ჰქონოდა. ეს 6 წლის ბიჭი კი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს და როგორც ხედავთ, ძალიან ბედნიერია ამით.


imageგეცნობათ სახე? დიახ, ეს ელვის პრესლია. ის 1958-1960 წლებში არმიაში მსახურობდა.







ასევე:



მსოფლიოს საუკეთესო მეტროს სადგურები (ფოტოებით)


ბევრისთვის უცნობი მსოფლიოს საოცარი ნაგებობები (+ფოტოები)


2
95
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
95
  
2020, 28 ნოემბერი, 15:50
ძალიან საყვარელი,ემოციური და დამაფიქრებელი ფოტოა
2020, 28 ნოემბერი, 15:38
ბავშვი ფეხსაცმლით, როგორ მიყვარს ეს ფოტო
0 1 2