x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კოსმეტოლოგის რჩევები, როგორ მოვუაროთ პირბადისგან გაღიზიანებულ კანს და თავიდან ავიცილოთ მისი ნეგატიური გავლენა
image


დამცავმა პირბადეებმა, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია და ზოგჯერ რთულად საშოვარიც, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში - სახის კანზე სიწითლე, ალერგია, ანთება და შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს, - განგვიცხადა გამოცდილმა კოსმეტოლოგმა და ერთ-ერთი ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელმა იუ სიაოინმა.


  • იმის მიუხედავად, რომ პირბადე მცირედი დაცულობის განცდას გვიჩენს, სუნთქვას ართულებს, განსაკუთრებით კი, სწრაფად სიარულისას. ასევე დისკომფორტს იწვევს და სახის კანის მდგომარეობის გაუარესებასაც. იუმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირბადეს - არჩევის დროს და მისი შემადგენლობა კარგად შეისწავლონ.


„პირბადე ხშირად პოლიპროპილენის ბოჭკოებს შეიცავს, რამაც შეიძლება კანის მგრძნობელობის მომატება გამოიწვიოს. ამავე დროს, პირბადე ოფლიანდება, რაც კანისთვისაც საზიანოა. მისი წყალობით ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სიმპტომებიც შეიძლება გამოვლინდეს: ქავილი, წვა, ჩხვლეტა, სიწითლე", - განუცხადა კოსმეტოლოგმა სააგენტოს.



მისივე თქმით, პირბადის დიდხანს ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის მატებაც.



  • „თუ კანზე მცირე სიწითლეს შენიშნავთ, მაშინ სახე უნდა დაიბანოთ თბილი სუფთა წყლით, მსუბუქი, არომატული გამწმენდი რძის გამოყენებით, რომელიც კანს არ აღიზიანებს. შემდეგ სახეზე დამატენიანებელი საშუალება დაიტანეთ."


მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თუ კანზე რამე ცვლილება ან დაზიანება შეამჩნიეთ, უნდა შეწყვიტოთ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება... განაგრძეთ კითხვა <<<



0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0