x
image
ლანა92
ტრაგიკული ფოტოები, რომელთაც ძირეულად შეცვალეს მსოფლიო

image



ფოტოგრაფია უკვე დიდი ხანია, რაც შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და ადამიანებს დაანახებს მომხდარ მოვლენებს სულ სხვა მხრიდან. ვაქვეყნებთ ფოტოებს სოციალურ ქსელებში და მეგობრებს თავისუფლად შეუძლიათ, მოუყვნენ თავიანთ ახლობლებს ჩვენი ცხოვრების მოვლენების შესახებ. ინტერნეტ სივრცეში განთავსებული სხვადასხვა ფოტოგრაფიული ნამუშევრის წყალობით ჩვენს ბევრად მეტს ვიგებთ გარემომცველ სამყაროზე, გვაქვს შესაძლებლობა, ვნახოთ ცნობილი ადგილები, ადამიანები, ველური ცხოველები, ქვეყნები და სხვა საგნები, რომელსაც უშუალოდ, ოფლაინ ვერ დავათვალიერებთ.

ფოტოჟურნალისტები და ფოტოსურათები თამაშობენ ძალიან დიდ როლს იმის

წარმოსაჩენად, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში სხვადასხვა დროს.

ფოტოგრაფია, რომელიც ასახავს ომის ვითარებასა და სტიქიურ უბედურებებს, როოგრც წესი, არაერთ საგანზე აგიხელთ თვალებს. არსებობს ფოტოები, რომელთაც რიგი ქვეყნებისა და მილიონობით ადამიანის ცხოვრება ძირეულად შეცვალეს.





მსხვერპლს დაღირებული აფრიკული არწივი და

შიმშილისაგან დავარდნილი შავკანიანი გოგონა


image



სუდანის მეორე სამოქალაქო ომის დროს (1983-2005) მრავალი ადამიანი დაიღუპა შიმშილისაგან. ფოტოგრაფმა კევინ კარტერმა გადაიღო შიმშილისაგან დავარდნილი პატარა შავკანიანი გოგონა. მის ზურგს უკან აფრიკული არწივი ჩაცუცქულა და

ელოდება თავის შესაძლებლობას, რათა პატარას სხეული შეჭამოს. სამწუხაროდ,

ამ ისტორიას არ აქვს ბედნიერი დასასრული: ფოტოგრაფი კარტერი არ დაეხმარა დაღუპვის პირას მყოფ გოგონას, რადგან ნაბრძანები ჰქონდა, ხელით არ შეხებოდა შიმშილის მსხვერპლ გოგონას (ხალხს დაავადების გავრცელების ეშინოდა).


მამაცი ებრაელი ქალი, რომელიც

პოლიციელთა არმიას დაუპირისპირდა


image

2007 წელს პულიცერი პრემია მიიღო ებრაელი ქალის ფოტომ. იგი მარტო ცდილობდა, შეეკავებინა ისრაელის პოლიციელთა არმია, რომელიც ქვეყნის დასავლეთ სანაპიროდან არალეგალურად მცხოვრები ებრაელების განსადევნად შეიჭრა. ჯარი ცდილობდა, გზა გაეკვლია და სულ უფრო წინ მიიწევდა, ებრაელი ქალი კი ბოლომდე შეეწინაღმდეგა.





შეშინებული ებრაელი ბიჭუნა

ნაცისტებს ნებდება



image


ფოტოზე გამოსახული პატარა ბიჭი გახდა სიმბოლო 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელისა, რომლებიც ნაცისტებმა დახოცეს მეორე მსოფლიო ომის დროს. სურათი გადაღებულია 1942 წელს, ვარშავაში, უცნობი ფოტოგრაფის მიერ.



ბერლინის კედელი და გაქცევა აღმოსავლეთ გერმანიიდან

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში



image

1961 წელი - ბერლინის კედლის მშენებლობის დროს ჰანს კონრად შუმანი აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიაში გარბის. 19 წლის ჯარისკაცი თავისდაუნებურად იქცა თავისუფალი მსოფლიოს სიმბოლოდ. მისი გაქცევა იქცა მაგალითად, რომელიც გაიმეორა დაახლოებით 2100-მა აღმოსავლეთ გერმანელმა ჯარისკაცმა და პოლიციელმა.

ფოტო ასახავს არა მხოლოდ სეგრეგაციის (რაიმე ნიშნის: კანის ფერი, ენა, ეთნიკური წარმომავლობა და სხვათა საფუძველზე, რომელიმე ქვეყნის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის პოლიტიკა) წინააღმდეგობას, არამედ სურათი მით უფრო განმგმირავია, რომ შუმანი გადაიღეს იმ მომენტში, როცა თავის იარაღს იხსნის მკლავიდან. ეს ჟესტი ისახება განიარაღების ძლიერ სიმბოლოდ და სამხედრო კონფლიქტის, დაძაბულობის კონტრასტულ მაგალითად, ნანატრი თავისუფლების ახდენად.




მდუმარე პროტესტი -

მშვიდობიანი მოქალაქე

ტანკების წყების პირისპირ



image

ტიანანმენის მოედანზე გამართული ხოცვა-ჟლეტის ( ჩინელმა სამხედროებმა დახოცეს ასობით დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტი) მეორე დღეს კაცი სავაჭრო ჩანთით ხელში, ტანკების რიგში გაუნძრევლად დგას და ადგილიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ფოტოგრაფი ჯეფ ვაიდნერი დარწმუნებულია, რომ ამ ჯიუტ ადამიანს მოკლავენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ვაიდნერი აფიქსირებს მარტოხელა კაცის პროტესტის ამ ეპიზოდს და ტანკების წინ მდგარი უცნობი მგზავრი, ჩანთით ხელში ცვლის ისტორიას ბევრ ქვეყანაში.




11 სექტემბერი - "ტყუპების" ტერაქტი



image


რიჩარდ დრიუს ამ შთამბეჭდავ ფოტოსურათზე გამოსახულია ერთ-ერთი მინიმუმ იმ 200 ადამიანიდან, რომლებიც დაეცნენ, ან გადმოხტნენ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკებიდან, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. მისი ვინაობა უცნობია.



image





სამოქალაქო ომის მსხვერპლი-

მწვანეთვალება ავღანელი ლტოლვილი გოგონა



image


სურათი სტივ მაკკარიმ გადაიღო 1984 წელს, გაქცეულთა, ლტოლვილთა ბანაკში პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე. 1985 წელს ლტოლვილი ავღანელი გოგონას ფოტოსურათი მოხვდა ჟურნალ "ნეიშნლ ჯეოგრაფიკი"-ს გარეკანზე. მწვანეთვალება გოგონა გახდა ავღანეთის სამოქალაქო ომისა (1979-1989) და გაქცეულთა, დევნილთა, ლტოლვილთა მძიმე ყოფის სიმბოლო მთელ მსოფლიოში.








სოკოს ღრუბელი ("ატომის სოკო")

ნაგასაკის თავზე


image



ფოტო ასახავს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ ეპიზოდს, ჰიროსიმას მერე, ამერიკელმა ჯარისკაცებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს კუნძულ ნაგასაკიზე, სახელწოდებით "მსუქანი კაცი". ფოტოზე ასახულმა სოკოს ღრუბელმა შეიწირა 80 000 ადამიანის სიცოცხლე (ჰიროსიმა-ნაგასაკის ტრაგედიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შესაძლოა, 140 000 იყოს).

საშინელი სურათი, რომელზეც აღწერილია ინტელექტუალური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური რესურსების, მიღწევების (ატომური ბომბის) ბოროტად გამოყენების შემთხვევა, გლობალურ მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც ადამიანის თვითგამანადგურებელი უნარის, ძალის პირქუში შეხსენება, მოგონება. ნაგასაკის "ატომის სოკოს ღრუბელი" გადაიღო ლეიტენანტმა ჩარლზ ლევიმ, რომელიც მონაწილეობდა მეორე ბომბის აფეთქების მისიაში.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0