x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სცადე არ ჭამო ღამით და დაიძინო მშიერი კუჭით "ბერების საინტერესო ტესტი"

image

სცადე არ ჭამო ღამით და დაიძინო მშიერი კუჭით, 1–2 კვირის შემდეგ დაიწყებ ნათელი სიზმრების ნახვას, დილით კარგ ხასიათზე გაღვიძებას, ენერგიით სავსე და აღარ გექნება ნახევარი დღე ლოგინში კოტრიალის სურვილი.
სცადე საჭმელში ორი რამ არ გაურიო: მარილი და პილპილი. შენ დაინახავ, რომ შეიძლება დანაყრდე 2–3 ჯერ ნაკლები საკვების მიღებით, 1–2 კვირის შემდეგ შესამჩნევად დასუსტდებით (ეხება მათ, ვისაც ზედმეტი წონა აქვს)
სცადე არ დალიო ლიმონათი და ნებისმიერი გაზიანი სასმელები, რომლებიც მაღაზიაში იყიდება, შენ დაინახავ რა გემრიელია უბრალო წყალი და წყურვილის მოსაკლავად გაცილებით ნაკლები სითხის მიღება დაგჭირდებათ.
სცადე არ დალიო ყავა ან ჩაი ორი კვირის განმავლობაში, და დაინახავ რომ შენ ყველაფერი გახარებს, რომ მშვიდად იძინებ და ღრმად გძინავს, რომ გაგიქრებათ ის ნაოჭები, რომლებიც თქვენმა დაძაბულობამ და მოღუშულობამ გამოიწვია, და ნერვოზიც შედარებით აღარ გაწუხებთ (ან მინიმუმ ორჯერ შემცირდა)
სცადე ერთი კვირა იარო და იჯდე გასწორებული ზურგით, და დაინახავ, როგორ გაგიუმჯობესდებათ მახსოვრობა, რამდენად სწრაფად აზროვნებ.
სცადე ძილამდე ერთი–ორი საათით ადრე გათიშო ტელევიზორი და კომპიუტერი და შენ დაიწყებ შენი სურვილებისა და შემოქმედებითი იმპულსების დანახვას.
სცადე 2 კვირა ილაპარაკო ტელეფონზე მხოლოდ საქმეზე, და დაინახავ, რომ დღეში 36 საათია.
სცადე ყოველ ჯერზე, როცა სიგარეტი მოგინდებათ – აიღოთ ვაშლი/მანდარინი/ფორთოხალი/ბანანი ან დალიო ჭიქით წყალი და ორი კვირის შემდეგ თავს ორჯერ ძლიერს და გამძლეს იგრძნობ.
სცადე გაიღიმო ყოველ ჯერზე, როგორც მოგინდება, გაუღიმო გამვლელს, თუნდაც რამოდენიმე წამით (დაივიწყე "რას იფიქრებს") და რამოდენიმე თვის შემდეგ ყველა ადამიანი ნაცნობი და კარგი გეგონება.
სცადე დაწვე მინდორში, ხეებს შორის, მანქანებისგან შორს, არ შეგრცხვეს ხალხის, და შენ გაიგონებ შენში ნანატრ სიმშვიდეს.


0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0