x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ის, რაც იყო მეგანამდე: ჰარისა და მისი ყოფილი შეყვარებულის ურთიერთობის პიკანტური დეტალები

image


2018 წლის 19 მაისს - მოხდა ის, რასაც სრულიად სამყარო ასე სულმოუთქმელად ელოდა, პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის რამდენიმეთვიანი ურთიერთობა დიდი ხნის ნანატრი ქორწინებით დასრულდა, შეყვარებულები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ, და აი, როგორც იქნა - მეგანი სასექსის ჰერცოგინიაც გახდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მასთან ურთიერთობამდე ჰარის სერიოზული რომანი კიდევ ერთ გოგონასთან ჰქონდა.


imageimage


სამეფო ოჯახის უმცროსი წევრი მთელი 7 წლის განმავლობაში ცნობილი ინგლისელი ბიზნესმენის ქალიშვილს, ჩელსი დეივისს ხვდებოდა, წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიცნო და დაქორწინებასაც კი გეგმავდა.


imageimageimageimage


ჰარი ჩელსის მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულს ეძახდა, თუმცა ექსცენტრულ ქერა ლამაზმანს ცხოვრებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდა - ის სამეფო ოჯახის წევრად გახდომაზე არც კი ფიქრობდა.


image

imageimage


ისიც უნდა ითქვას, რომ საყვარელი შვილიშვილის არჩევანით აღფრთოვანებული არც დედოფალი ელისაბედი გახლდათ, მალევე შეყვარებულებმა დაშორების გადაწყვიტილება მიიღეს.


image


დაშორების მიუხედავად, ჩელსი სამეფო ოჯახის ცხოვრებაში მონაწილეობას მაინც აქტიურად განაგრძობდა, და ის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარიც არაერთხელ გამხდარა.


image


2011 წელს ის უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილშიც იმყოფებოდა, 2018 წელს კი მისი ნახვა ჰარისა და მეგანის ქორწილშიც იყო შესაძლებელი, მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ჩელსი ამ ფაქტით გახარებული აშკარად არ ჩანდა.


image





0
236
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
236