x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სიტუაცია რთულია - გახარია 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე შეზღუდვებზე

გიორგი გახარია - 28 ნოემერი 1 თებერვლის შეზღუდვებზე


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მომდევნო 2 თვიან შეზღუდვებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით მთავრობა სამი არჩევანი ჰქონდა სრული ლოქდაუნი, "არაფერს გაკეთება" და წერტილოვანი შეზღუდვები. საიდანაც უკანასკნელი აირჩიეს.

შეზღუდვები იქნება 28 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე. ამ ორ თვიანი გეგმის მიზანია ეპიდემიის ზრდის და გავრცელების სისწრაფის შემცირება, რომლის შედეგი 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება.



"ყველას უნდა გვესმოდეს რომ დანაკარგების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაივლის" - ამბობს გახარია.

28 ნოემბრიდან დაწყებული შეზღუდვა გაგრძელდება 24დეკემბრამდე, შემდეგი შეზღუდვებით:

ყველა სახის ბაზრობა გადადის ონლაინ დისტანციურ მუშაობაზე.

შეჩერდება მუნიციპალური და საქალაქშორისო მოძრაობა.

სამედიცინო სექტორი აგრძელებს სრულად მუშაობას, ასევე სალონები.

მკაცრი რეკომენდაციაა 70 წელს ზემოთ ადამინაები უნდა დარჩნენ სახლში, მათი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის.

2 თვის განმავლობაში სრულად შეჩერდება რესტორნები, ფიტნეს კლუბები აუზები.

სახელმწიფო მოხელეები სავალდეულოდ გადავლენ დისტანციურ მუშაობაზე.


24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ახალი წლისთვის დროებით მოიხსნება შეზღუდვები. თუმცა უმკაცრესად გაკონტროლდება წესების დაცვა, რასაც შსს გააკონტროლებს.


"მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და საახალლო დღსასწაულს გვერდს ვერ ავუვლით" - აცხადებს გახარია.

საახალწლო პერიოდში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტიც.


3 იანვრიდან 16 იანვრამდე ისევ ბრუნდება შეზღუდვები, რაც 28 ნოემბერს დაიწყო. 16 იანვრიდან იხსნება ყველა შეზღუდვა და რჩება წერტილოვანი შეზღუდვები.

3 იანვრიდან 15 იანვრამდე ცხადდება უქმეები.


გრძელდება წინა ტალღის დროს არსებული სოციალური დახმარებები.

სოც. დახმარება 300 ლარიანი რომლითაც წინაზე 250 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. გახარიას თქმით კი ახლა 120 ათასამდე ბენეფიციარი იქნება.


"ვადასტურებთ რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალურები იქნება დაფინანსებული"- ამბობს ის.

ფორმალურად დასაქმებულებისთვის, 200 ლარიანი დახმარება დაიწყება 1 იანვრიდან და ისევე როგორც წინაზე 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ყოველ თვე 200 ლარის ჩარიცხვით. ამ პროგრამით 125 ათასმა ადამიანმა ისარგებლა და ამჯერადაც ამ რაოდენობას ვარაუდობენ.

სოციალურად დაუცველებისთვის კიდევ გაგრძლდება 100 ლარიანი დახმარება. 65 - 100 ქულის ფარგლებში. ამ დახმარებით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა წინა ტალღაზე.

3 ან მეტი 16 წლმადე შვილებისთვის 6 თვის განმავლობაში 100 ლარი

შშმპ პირებისთვის - 100 ლარი.


ბიზნესის დახმარებისთვის მთავრობა აპირებს სუბსიდირებას. ტურიზმის, რესტორნების სესხებს გადაავადებს, ან სრულად ჩამოწერს. გაათავისუფლებს მათ საშემოსავლო გადასახადისგან.

ყველა რესტორანს საბანკო სესხს დაუსუბსიდირეგბს და გადაუხდის სახელმწიფო 6 თვით.

ეს შეღავათი წინაზე შეეხო 425 ათას ადამინს და 160 მლ ლარი დაიხარჯა.



მთავრობის მიერ გაწეული შეღავათები და დახმარება დაჯდება 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი.



1
35
2-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
35
  
2020, 27 ნოემბერი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1