x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107038
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
რა მოხდებოდა facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება…

image
1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.
2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: “ვინ ვარ მე შენთვის” და დათაგავდა ებრაელებს.
3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას “fb”-ს პროფილს გაუუქმებდა.
4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს “მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.
5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზეც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: “აუ როგორ მინდა თქვენთან ერთად”.
6. დავით აღმაშენებელი, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი და ლეონიდასი დაიტაგებოდნენ “ყველაზე მამაკაცურებში”.
7. უბრალო გლეხის შვილი ატვირთავდა სურათს “odnoklassniki”-ის ლოგოთი, რის შემდეგაც აბუჩად აიგდებდნენ თავად-აზნაურების შვილები.
8. თინათინი და ავთანდილი ქორწილის შემდეგ შექმნიდნენ ერთიან პროფილს სახელით “თიკო ავთო”.
9. ლუარსაბ თათქარიძე ითამაშებდა “ფერმას” როცა დარეჯანი მორჩებოდა “fashion world”-ის თამაშს.
10. ჯორდანო ბრუნო დაწერდა სტატუსს: “დედამიწა მრგვალია და ბრუნავს!” და აჭერდა f5-ს (restart) notification-ის მოლოდინში იქამდე, სანამ მას არ დაწვავდნენ.
0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0