x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
10 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე ტენდერი
თბილისის მერიის ტენდერი

სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ამჟამად (2020, 26 ნოემბრის მდგომარეობით), მთელი საქართველოს მასშტაბით, 557 ტენდერია გამოცხადებული. გთავაზობთ მათგან 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერს:



10. 11`120`997 ლარი


შემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


ტენდერის ნომერი: NAT200016674

წყალმომარაგების კომპანიას რამდენიმე ტენდერი აქვს გამოცხადებული რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება მშენებლობისთვის.

კონკრეტულად ეს ტენდერი ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას.

წინადადების მიღება 29 ნოემბრიდან იწყება



რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგება



9. 11`723`765 ლარი


შემსყიდველი: საქართველოს რკინიგზა


საქართველოს რკინიგზა


ტენდერის ნომერი: GEO200000465

საქართველოს რკინიგზას თითქმის 12 მილიონ ლარად სურს შეიძინოს 50 759 ცალი ახალი შპალები.

შპალი

საინტერესოა ის ფაქტი, რომ გარდა ქართულისა, სატენდერო დოკუმენტაცია რუსულ ენაზეცაა განთავსებული. სხვა დროს, როგორც წესი მხოლოდ ქართულადაა, თუ არ ჩავთვლით დონორი ორგანიზაციების მონაწილეობას შესყიდვაში, რა დროსაც სატენდერო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზეა ხოლმე.

ამ ტენდერის წინადადების მიღება 30 ნოემბრიდან იწყება.



8. 14`545`558 ლარი


შემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია



ტენდერის ნომერი: NAT200016669

14 მილიონ ნახევრიანი ტენდერი ითვალისწინებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

წინადადების მიღება 11 დეკემბრიდან იწყება.



7. 14`629`217 ლარი


შემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ტენდერის ნომერი: NAT200016682

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კიდევ ერთი ტენდერი ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურასა და ბადიაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

წინადადების მიღება იწყება 4 დეკემბრიდან.


ყანდაურა და ბადიაური


6. 17`041`000 ლარი


შემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


ტენდერის ნომერი: NAT200016724

ეს ტენდერი გამოცხადებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქალაქი დედოფლისწყაროს წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურების ელექტრო მომარაგების საპროექტო -სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

წინადადების მიღება იწყება 3 დეკემბრიდან.



5. 21`264`480 ლარი


შემსყიდველი: შსს


შსს


ტენდერის ნომერი: NAT200015853

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი თანამშრომლების დაზღვევისთვის ტენდერს აცხადებს.

21 მილიონად შეისყიდის სამინისტროს სისტემის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებისთვის 2021 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) და სიცოცხლის დაზღვევის (საოჯახო დაზღვევის პაკეტი) მომსახურებას.

წინადადების მიღება იწყება 2 დეკემბრიდან.



4. 25`370`560 ლარი


შემსყიდველი: თბილისის მერია


თბილისის მერია


ტენდერის ნომერი: GEO200000486

მერია შეისყიდის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას. პროდუქტებს შორისაა საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, რძე, მაწონი, არაჟანი, ბრინჯი, მაკარონი და სხვა.

„მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ყოველდღიური მიწოდება 2021 წლის 11 იანვრიდან 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით.

25 მილიონიანი ტენდერის მოსაგებად მსურველებს 2 დეკემბრიდან ექნებათ წინადადების წარდგენის შესაძლებლობა.




3. 35`881`792 ლარი


შემსყიდველი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი


ტენდერის ნომერი: DEP200000096

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დონორის მსოფლიო ბანკის სახსრებით აცხადებს 35 მილიონიან ტენდერს დმანისისა და 19 სოფლის წყალომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე.

წინადადების მიღება 18 დეკემბერს დაიწყება.




2. 49`598`219 ლარი


შემსყიდველი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი


აქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი


ტენდერის ნომერი: NAT200017766

ამ თანხით უნდა შესრულდეს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზის კმ17-კმ26 მონაკვეთის (ლოტი V) სარეაბილიტაციო სამუშაოები.

წინადადების მიღება 17 დეკემბერს დაიწყება.


აავტომობილო გზის კმ17-კმ26 მონაკვეთის ლოტი V

გზა სადაც საავტომობილო გზა უნდა გაკეთდეს


1. 62`996`880 ლარი


შემსყიდველი: თბილისის მერია


თბილისის მერია


ტენდერის ნომერი: GEO200000485

აი ისიც! ამჟამად ყველაზე ძვირი ტენდერი ეხება კვებას.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვა, 2021 წლის 11 იანვრიდან 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით, ყოველდღიურად.

წინადადების მიღება 2 დეკემბერს დაიწყება.













1
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
135
  
2020, 27 ნოემბერი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1