x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ოფიციალური დებილი და მავნებელია“ - ნიკა გვარამია იმნაძეზე
image



ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის საჯარო განცხადებას გამოეხმაურა, სეზონურ გრიპებთან დაკავშირებით და გააკრიტიკა.

გვარმიას თქმით, იმნაძე მავნებელი და არაპროფესიონალია.



„ოფიციალური დებილი და მავნებელია. ეს ისეა ექიმი, როგორც ბალერინა. ჩვეულებრივი პარტკომი სამედიცინო ხაზით, “- წერს გვარამია.


ინფორმაციისთვის, დღეს, 25 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმნაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სეზონური გრიპი ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ყველა გაციება კოვიდია.

.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსული ინფექციები თითქმის არ ფიქსირდება და ვირუსების შემთხვევების 90% Covid-19-ია.
.
“[სეზონურ გრიპებზე] მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს. წარმოიდგინეთ, გაციებით მიმდინარე დაავადებები, რაც არის მწვავე რესპირატორული დაავადებები… დღეს რაც არის, მათი 90% კოვიდია. ძალიან ცოტა შემთხვევა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. ასევე არის ცოტა შემთხვევა რინოვირუსისა, ანუ სურდოს გამომწვევი ვირუსი. ოღონდ ეს ვირუსები ძალიან უმნიშვნელო რაოდენობის ვლინდება. პრაქტიკულად ყველა “გაციება” ახლა კოვიდია”, – აცხადებს იმნაძე.'
.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 114 889 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 95 581 ადამიანი და გარდაიცვალა 1 085.

0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0