x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რომში ორ პოლიციელს სექსი ჰქონდა, რაც რაციის მეშვეობით მათმა თანამშრომლებმა გაიგონეს
ტექნიკა რომ ცხოვრებას აუმჯობესებს და ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის, ამაზე ჩვენს დროში აღარც კი კამათობენ, თუმცა კომფორტულს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ იმ სიტუაციას, რაც იტალიის დედაქალაქ რომში ორ პოლიციელს შეემთხვა. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი ძინ-ძინი მაინცდამაინც სამსახურეობრივ ავტომანქანაში გაემართათ, რა დროსაც ერთ-ერთი რაცია საუბედუროდ ჩართული დარჩათ.


მსოფლიოში ყოველდღიურად ალბათ უთვალავი სამსახურეობრივი რომანი ჩაღდება. ზოგი მათგანი მცირე ხანს გრძელდება, ზოგი კი წლობით ან მთელი ცხოვრებაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი როგორც წესი საიმედოდ რჩება დამალული და დაფარული. უფრო მეტიც: ხშირად რომანის შესახებ სხვა თანამშრომლებმაც იციან, მაგრამ ისინი საიდუმლოს კარგად ინახავენ. სიყვარულს მოწყურებულ ბედკრულ რომაელ პოლიციელებს კი ორმაგად არ გაუმართლათ და თანამშრომლებს შორის აღმოჩნდა ინტრიგანი, რომელმაც სექსის ხმები ფირზე ჩაიწერა და ქალაქ რომის პოლიციის უფროსს მეორე დღესვე მაგიდაზე დაუდო.


სამართალდამცავ რომეოს და ჯულიეტას, რომლებმაც სამსახურეობრივ ავტომობილში ისეთი ბობოქარი სექსი გააჩაღეს, რომ ქალაქის პოლიციის უფროსი შოკირებული დარჩა და ამბობდა, ამისთანა ჩემ ცხოვრებაში არაფერი მომისმენიაო (ჟურნალი “ლეგო” დეტალებს არ აკონკრეტებს), ემუქრებათ დისციპლინური სახდელი ან უარეს შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებაც კი.


წარმოიშვა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებს ვიღაც უსმენდა და ვიღაცამ მათი სასიყვარულო აქტი წინასწარგამიზნულად ჩაიწერა ფირზე, ხოლო შემდეგ რაციით გადასცა, თუმცა დაზუსტებით ეს არავინ არ იცის. ფაქტია, რომ საბრალო პოლიციელებს კონსერვატიულ და კათოლიკურ იტალიაში თავზე ხელს არავინ არ გადაუსვამს, რადგან მათი უშუალო უფროსი ფიქრობს, რომ შეყვარებულებმა შეურაცხყვეს მუნდირის ღირსება და მასხარად ააგდებინეს რომის პოლიცია ხალხს. ჩანს, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი და მის გამო ადამიანების შერისხვა დიდი ცოდვაა.



სექსი

1
1364
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1364
  
2020, 25 ნოემბერი, 21:25
:D ეუფფ
0 1 1