x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
" 1 ქოთანი, 2 სიცოცხლე".. უჩვეულო და ორიგინალური აკვარიუმები, ანუ იდეები თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად
image






აკვარიუმი სახლში მძიმე სამუშაო დღის მერე საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. ლამაზი ფერადი თევზების დათვალიერება დროებით მაინც გადაგავიწყებთ პრობლემებს. რელაქსაციისა და ჯანმრთელობისათვის, ფსიქიკისათვის სასარგებლო ეფექტის გარდა, აკვარიუმი არაჩვეულებრივად ავსებს ინტერიერსა და ოთახის მთავარ გაფორმებას. მიუხედავად იმისა, თუ რომელი თევზის შეძენას გადაწყვეტთ, აკვარიუმი უნდა უხდებოდეს, შეესაბამებოდეს ირგვლივ არსებულ ატმოსფეროს.



image


ინსპირაციისათვის წარმოგიდგენთ აკვარიუმების ორიგინალურ, კრეატიულ ვარიანტებს:


აკვარიუმი -ნათურა



image

ლამაზი შერწყმაა ნათურისა და აკვარიუმის. არ იღელვოთ იმაზე, რომ თქვენი თევზი დაბრმავდება, სინათლე პირდაპირ აკვარიუმს არ ეცემა.





დუპლექს-აკვარიუმი

(აკვარიუმი - გალია)



image



დუპლექსი ესა აკვარიუმი - გალია, სადაც თევზს ჰყავს მეზობელი - თუთიყუში. აკვარიუმი ქმნის თავისუფალ სივრცეს, სადაც ერთ დონეზე მოძრაობენ თევზი და ჩიტი.





ვერტიკალური აკვარიუმი

საათით



image

კიდევ ერთი ლამაზი აკვარიუმია, რომელიც ჰგავს ჩვეულებრივი აკვარიუმის ვერტიკალურ ვარიანტს, მაგრამ აქვს საათი.

ტელევიზორი- აკვარიუმი



image


მზადდება ძველი ტელევიზორისაგან. ის შეიძლება, პატარა თევზების ბრწყინვალე სახლად იქცეს. გამოიყურება, როგორც ჩართული, მომუშავე ტელევიზორი იმ შემთხვევაში, თუ მას აამოძრავებთ, გადაადგილებთ. სტუმრების აღფრთოვანება გარანტირებულია.



დივანი-აკვარიუმი

image

ასეთ დივანზე დასვენება ორმაგად სასიამოვნოა, რამდენადაც სახლში, ჰოლში მოსასვენებელ ოთახში) იმყოფებით და თან ბუნებასთან ახლოს გრძნობთ თავს.




მზის აკვარიუმი



image

ეს აკვარიუმი არის კაშკაშა, ასხივებს მზის სინათლეს.



აკვარიუმი - დარღვეული ბალანსი


image

აკვარიუმი გამოიყურება ისე, თითქოს სადაცაა მაგიდიდან, კარადიდან უნდა ჩამოვარდეს.





ტუალეტი-აკვარიუმი

(უნიტაზი-აკვარიუმი)



image


არ ინერვიულოთ, ჩარეცხვისას თევზი ადგილზე რჩება.


პორტატული აკვარიუმი



image

აქვს ნოვატორული სახელური, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, თქვენს ფერად თევზს არ დაშორდეთ და თან ატაროთ.





1 ქოთანი, 2 სიცოცხლე



image

შეგიძლიათ, ყვავილი და თევზი ერთ ქოთანში განათავსოთ.



აკვარიუმი-პირსაბანი



image


ეს აკვარიუმი დაამშვენებს თქვენს სააბაზანო ოთახს.




აკვარიუმი-ნიჟარა და

მისი კონცეფცია



image



ნიჟარის ეს უნიკალური დიზაინი წყლის დაზოგვისაკენ მოუწოდებს მომხმარებელს. გამოყენებასთან ერთად, აკვარიუმში წყლის დონე იკლებს, მცირდება (თუმცა ბოლომდე არასოდეს იწურება); ის უბრუნდება ნორმალურ დონეს, ანუ ისევ ივსება, როგორც კი ონკანს გათიშავთ. თევზების დაცვისა და ონკანში სუფთა წყლის უზრუნველსაყოფად აკვარიუმი-თასს აქვს მსხვილი მილსადენი, რომელთანაცაა შეერთებული ძირში.

1
62
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
62
  
2020, 27 ნოემბერი, 2:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1