x
მეტი
  • 10.04.2024
  • სტატია:134224
  • ვიდეო:353089
  • სურათი:508350
ამერიკაში შუა უდაბნოში უცნაური მეტალის სვეტი აღმოჩინეს
image
ამერიკელმა ბიოლოგებმა,
რომლებმაც ვერტმფრენით უდაბნოს გადაუფრინეს, აღმოაჩინეს სრულიად უადგილო ადგილას იდუმალი ობიექტი, რომელმაც ცოტა არ იყოს დააბნია მკვლევარები.


უდაბნოში თითქოსდა მიწიდან ამოსულაო მეტალის სვეტი, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს მოგვაგონებს.

image

იუტას შტატის მეცნიერებმა ფრენის დროს მოვერცხლისფრო ობელისკი აღმოაჩინეს, რომლის სიმაღლე სამი მეტრია. უკვე ადგილზე სპეციალისტებმა შეისწავლეს მეტალის სვეტი, თუმცა მისი წარმოშობა ვერ დაადგინეს.



ვერტმფრენის პილოტმა ივარაუდა, რომ შესაძლოა სვეტი სტენლი კუბრიკის ფილმის "კოსმოსური ოდიესის"(A Space Odyssey) ფანმა დატოვა.

image


პილოტის თქმით, მას აქამდეც გადაუფრენია ამ უდაბნოს თავზე, თუმცა მანამადე არასდროს უნახია ასეთი "უცნაური რამ".


”თუ ესენი უცხოპლანეტელები არიან, პრობლემები შეგვექმნება. ვხუმრობდით კიდეც, რომ თუ უცებ რომელიმე ჩვენთაგანი გაქრება, დანარჩენებს გაქცევა მოგვიწევს. ვფიქრობ, ეს არის ახალი თაობის რომელიმე მხატვრის, ანუ არტურ კლარკის და მისი ფილმის "2001: კოსმოსური ოდისეა"-ს დიდი გულშემატკივარი. როგორც არ უნდა იყოს, იუტას შტატის კანონების თანახმად, სპეციალური ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივ ადგილებში ხელოვნური ნაგებობების და საგნების დამონტაჟება სპეციალური ნებართვის გარეშე კანონით იკრძალება.... ამ დროს სხვა პლანეტაზე რეგისტრაციაც კი არ დაგეხმარებათ ”, - ამბობს ბრეტ ჰატჩინგსი.

image


30 ნოემბერს მიწათსარგებლობის ბიურო გადაწყვეტს მონოლითის მომავალ ბედს, თუმცა ამ დროისთვის მისი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია.


1968 წელს გადაღებულ სტენლი კუბრიკის ფილმში "2001: კოსმოსური ოდისეა", ( დაფუძნებულია არტურ კლარკის მოთხრობაზე „გუშაგი“ )ადამიანები შავი მონოლითებს ხვდებიან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ევოლუციის მიმდინარეობაზე.


პირველი შეხვედრა მოხდა ისტორიის გარიჟრაჟზე. მეორედ ადამიანი მთვარეზე პოულობს მონოლითს ანუ დედამიწის მახლობელი სივრცის კვლევის ეპოქაში. მონოლითი ძლიერ სხივებს უშვებს იუპიტერისკენ, ამის შემდეგ გადაწყდება, რომ იქ ექსპედიცია გაემგზავროს, რომელსაც ასტრონავტი დეივ ბოუმენი (კირ დული) და ფრენკ პული (ჰარი ლოკვუდი) მეთაურობენ, ასევე სუპერინტელექტუალური კომპიუტერი HAL 9000, რომელსაც თითქმის სრული კონტროლი აქვს დამყარებული ხომალდზე.


1
369
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
369
  
2020, 27 ნოემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1