სხვა პოპულარული კოსპლეი გამოტყდა, რომ ბიჭია 2020, 25 ნოემბერი, 14:02 მაკიაჟს დიდი ძალა აქვს. მისი საშუალებით, შეგიძლიათ ყველა გაალამაზოთ და გარდაქმნათ. ამის მაგალითად გამოდგება იაპონელი მოზარდი, რომელიც იმდენად წარმატებულია ამ საქმეში, რომ ახლა მისი თაყვანისმცემელთა არმია ათასობით ადამიანს ითვლის. Makina_Jeanne- ს ფოტოების ნახვისას ძნელად თუ გაუჩნდება ვინმეს აზრი, რომ ეს ახალგაზრდა კაცია, თუმცა აქამდე მას სოციალურ ქსელში გოგონას იმიჯით იცნობდენ, რომელსაც საკმაოდ წარმატებით უძღვებოდა ბიჭი ჩვეულებრივ ცხოვრებაში და მაკიაჟით, გარეგნულად აბსოლუტურად ორი განსხვავებული ადამიანია. სახის მოყვანილობის შეცვლა. პარიკი, მკერდის მაგივრად ზესადებები და კოსტუმი სრულ გარდასახვას ახდენს ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახალგაზრდა კაცი ცხრა წლის განმავლობაში Makina_Jeanne სახელით გამოდიოდა და მხოლოდ ახლახან გამოუტყდა თავის ფანებს, რომ სინამდვილეში ის არ არის ლამაზმანი, არამედ უბრალოდ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია რა თქმა უნდა, თაყვანისმცემელები შოკში ჩავარდენ. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ამის შემდეგ "მაკინას" პოპულარობა უფრო გაიზარდა, საქმე იმაშია, რომ იგი კლასიკური გაგებით არის ბიჭი, მას არც პლასტიკური ოპერაციები, არც კოსმეტიკური პროცედურები, იგი სრული გარდასახვისთვის მხოლოდ და მხოლოდ მაკიაჟს იყენებდა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამ უბიძგა მას ქალი კოსპლეი ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ ჯერ კიდევ სკოლაში უყურებდა, როგორ გარდაიქმნებოდნენ უფროსკლასელები პოპულარული თამაშების და ანიმაციების გმირებად.სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა იდეა, რომელსაც დღემდე წარმატებით ახორციელებს. კოსპლეერების წრეში წარმატების მიუხედავად, ბევრმა მეგობარმა უარყოფითი რეაგირება მოახდინა "მაკინაზე" ზოგიერთმა იმდენად მკაცრად დაგმო ბიჭის გადაწყვეტილება, რომ მას მათთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტა მოუწია, წერს Oddity Central-ი. 186 4-ს მოსწონს
|