x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოპულარული კოსპლეი გამოტყდა, რომ ბიჭია
image
მაკიაჟ
ს დიდი ძალა აქვს. მისი საშუალებით, შეგიძლიათ ყველა გაალამაზოთ და გარდაქმნათ. ამის მაგალითად გამოდგება იაპონელი მოზარდი, რომელიც იმდენად წარმატებულია ამ საქმეში, რომ ახლა მისი თაყვანისმცემელთა არმია ათასობით ადამიანს ითვლის.


Makina_Jeanne- ს ფოტოების ნახვისას ძნელად თუ გაუჩნდება ვინმეს აზრი, რომ ეს ახალგაზრდა კაცია, თუმცა აქამდე მას სოციალურ ქსელში გოგონას იმიჯით იცნობდენ, რომელსაც საკმაოდ წარმატებით უძღვებოდა

image

ბიჭი ჩვეულებრივ ცხოვრებაში და მაკიაჟით, გარეგნულად აბსოლუტურად ორი განსხვავებული ადამიანია. სახის მოყვანილობის შეცვლა. პარიკი, მკერდის მაგივრად


ზესადებები და კოსტუმი სრულ გარდასახვას ახდენს


ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახალგაზრდა კაცი ცხრა წლის განმავლობაში Makina_Jeanne სახელით გამოდიოდა და მხოლოდ ახლახან გამოუტყდა თავის ფანებს, რომ სინამდვილეში ის არ არის ლამაზმანი, არამედ უბრალოდ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია

image


რა თქმა უნდა, თაყვანისმცემელები შოკში ჩავარდენ. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ამის შემდეგ "მაკინას" პოპულარობა უფრო გაიზარდა, საქმე იმაშია, რომ იგი კლასიკური გაგებით არის ბიჭი, მას არც პლასტიკური ოპერაციები, არც კოსმეტიკური პროცედურები, იგი სრული გარდასახვისთვის მხოლოდ და მხოლოდ მაკიაჟს იყენებდა.

image


როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამ უბიძგა მას ქალი კოსპლეი ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ ჯერ კიდევ სკოლაში უყურებდა, როგორ გარდაიქმნებოდნენ უფროსკლასელები პოპულარული თამაშების და ანიმაციების გმირებად.სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა იდეა, რომელსაც დღემდე წარმატებით ახორციელებს.

image


კოსპლეერების წრეში წარმატების მიუხედავად, ბევრმა მეგობარმა უარყოფითი რეაგირება მოახდინა "მაკინაზე"

image

ზოგიერთმა იმდენად მკაცრად დაგმო ბიჭის გადაწყვეტილება, რომ მას მათთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტა მოუწია, წერს Oddity Central-ი.

0
186
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0