სხვა ცრურწმენის 12 საოცარი მაგალითი მთელი მსოფლიიოდან 2020, 25 ნოემბერი, 13:54 მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული სხვადასხვა ცრურწმენა. ზოგიერთი მათგანი ძალზედ საოცარი და წარმოუდგენელიც კია. ქვემოთ შემოგთავაზებთ 12 მათგანს: 1. ალბანეთი ალბანეთში ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ თუ დაგვისას ცოცხს ფეხს შეახებ, მოკვდები. 2. იტალია. გამოცდის ან განსაკუთრებული გამოწვევის წინ, თავზე მარილის დაყრა, ან ჩანთასა და ფეხსაცმელში მისი ჩაყრა, ბედნიერების მომტანია. 3. პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მიიჩნევა, რომ თუ სადილისას მაგიდიდან ჩანგალი გადავარდება, სტუმრად მამაკაცი მოვა, თუ კოვზი ან დანა - ქალბატონი. 4. ჩინეთში საათის ჩუქება ნიშნავს, რომ ადრესატს სიკვდილს უსურვებთ. 5. პერუს ბაზარში საღამოს მარილის შოვნა გაგიჭირდებათ, რადგან ვაჭრებს სჯერათ, რომ შებინდებისას მარილის გაყიდვა მათ ბიზნესს დააზიანებს. 6. იაპონიაში ციფრი 4 თითქმის ისე გამოითქმის, როგორც სიტყვა “სიკვდილი", ამიტომ ის უბედურების მომტანად მიიჩნევა. 7. სამხრეთ კორეაში ჩართული ვენტილატორის წინ ძილი სიკვდილის მომტანად ითვლება ( ნაწილობრივ ვეთანხმები- ავტ.) 8. ჰოლანდიაში სუფრასთან სიმღერა უბედურების მომტანია. 9. ესპანეთში არსებობს ტრადიცია - ახხალლი წლის ღამეს უნდა მიირთვათ 12 მარცვალი ყურძენი 12 წამში.ვინც ამას ვერ შეძლებს, უსიამოვნება შეემთხვევა.
11. ვიეტნამში კი სჯერათ, რომ სახლში ქუდის ტარების შემთხვევაში, აღარ გაიზრდებიან.
ასევე საინტერესოა: გიჟური ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში (+ ბევრი სახალისო ფოტო) 182 3-ს მოსწონს
|