x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
პირველად ქართულ ენაზე - რიდიან ბრუკის "ომის შედეგები" ჟურნალ "გზასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი
image


ომი მნიშვნელოვან კვალს ტოვებს არა მარტო ადამიანთა ცხოვრებასა და ხასიათზე, არამედ ლიტერატურასა და კინოზე. სერია "ომებსა და ადამიანებზე", რომლის გამოცემაც "პალიტრა L-მა" სულ ახალახან დაიწყო, აერთიანებს ომის თემატიკაზე შექმნილ ლიტერატურას.


26 ნოემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი სერიის ახალ წიგნს მიიღებს. ეს არის რიდიან ბრუკის ბესტსელერი "ომის შედეგები", რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.


წიგნი მოგვითხრობს 1946 წლის პერიოდის ადამიანებზე. რი­დი­ან ბრუ­კი გვი­ამ­ბობს დან­გრე­უ­ლი ჰამ­ბურ­გის შე­სა­ხებ, სა­დაც ბრი­ტა­ნე­ლე­ბი „წეს­რი­გის“ და­სამ­ყა­რებ­ლად ჩა­დი­ან. ჰამ­ბურ­გის დრო­ე­ბით მე­რად ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ინიშ­ნე­ბა, რო­მელ­საც ომის დროს 11 წლის შვი­ლი და­ე­ღუ­პა. ის ქა­ლა­ქის აღ­სად­გე­ნად იწყებს მუ­შა­ო­ბას. ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო გერ­მა­ნი­ა­ში ცოლ­თან ერ­თად ჩა­დის. მას­პინ­ძლე­ბი გერ­მა­ნე­ლი მამა-შვი­ლი არი­ან, რომ­ლებ­მაც ომში ასე­ვე უმ­ძი­მე­სი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს.



image


ზი­ზღით, შუ­რის­ძი­­ბის წყურ­ვი­ლი­თა და მტრო­ბით და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იც­ვლე­ბა, ორი­ვე მხა­რე თა­ვის და­ნა­კარგს გლო­ვობს, ორი­ვე თა­ვი­დან და­წყე­ბას ცდი­ლობს...


ეს არის რომანი სიძულვილის სიყვარულად ქცევის შესახებ.


წიგ­ნის მთარ­გმნე­ლი ლე­ვან ინა­სა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ავ­ტორს ყო­ველ­გვა­რი მა­ღალ­ფარ­დოვ­ნე­ბის გა­რე­შე, მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით აქვს ასა­ხუ­ლი ომის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი და მის მიერ ადა­მი­ა­ნებ­ზე დას­მუ­ლი დაღი.


„ავ­ტო­რის გზავ­ნი­ლი საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოა: არა ომს! ხოლო თუ რა­ტომ არა, ეს ნაჩ­ვე­ნე­ბია კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ოჯა­ხე­ბის ბე­დით, რო­მე­ლიც ამ ომმა გან­სა­ზღვრა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.


წიგნის მიხედვით, გადაღებულია ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ.


წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00.


იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.


გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge-ს ქოლ-ცენტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74



0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0