x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
განათლების არსი

განათლებას ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან ის ბერკეტია, რომელსაც აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ, რათა მეტი სინათლე შემოვიტანოთ ჩვენს საზოგადოებაში. ჯერ კიდევ ზეპირსიტყვიერებით შემოგვჩა მისი არსი, მაგალითაც როგორიცაა, განათლება ბნელეთის მუსვრელიაო. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი ისაა, რაც ადამიანს ავითარებს, ვინაიდან ის სძენს ისეთ უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ანალიზი, მეხსიერება ... და რაც მთავარია ის უყალილებს მსოფლმხედველობას. რომ არა განათლება, ადამიანს არ ექნება თვითგანვითარების, თვითრეალიზაციის და თვითპრეზენტაციის შესაძლებლობა.


რა არის განათლება? ამაზე სხვადასხვა სიტყვით პასუხობენ, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ “ცოდნა-ძალაა’’. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცნობილ ქართველ მწერლების შეხედულებზე, რომლებმაც საუკუნოდ დატოვეს სახელი თავიანთი შემოქმედებით. იაკობ გოგოებაშვილისთვის “მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საასრებო ბრძოლაში არის ცოდნა, განათლება’’, მაშასადამე, განათლება არის ის რაც საჭიროა არსებობისთვის და ის რაც გადაგვარჩენს. მეტად საყურადღებოა, ილია ჭავჭავაძის მოსაზრება განათლების არსის შესახებ. მის შემოქმედებაში ვკითხულობთ შემდეგ სიტყვებს: “რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა’’, “სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა’’.


განათლება გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ერთიხ მხრივ, საზოგადოების ნომრალურ ფუნქციონირებში, მეორე მხრივ-ადამიანის განვითარების პროცესში. ვინაიდან განათლების მთავარ ფუნქციას სოციალიზაცია წამოადგენს იგი უდავოდ დაკავშირებულია სახელმწიფოსთან, რადგანაც ეს უკანასკნელი განსაზღვრავს საზოგადოების ნორმებს, სახელმწიფო აყალიბებს ისეთ მოქალაქეს როგორიც მას სურს განათლების გზით. სახელმწიფოს წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ რა უნდა ისწავლოს ინდივიდმა, რა უნარებსა თუ ჩვევებს უნდა ფლობდეს ის და სხვა, ვინაიდან თითეული ადამიანი ქვეყნის მომავალია.


განათლება არის ცოდნის შეძენის პროცესი და შედეგი, რაც თავიმხრივ ინდვიდის თვითგანვითარებას ემსახურება. განათლება ადამიანისთვის მთავარი მამოძრავებელი წყაროა, ვინაიდან მისი საშუალების ადამიანი იძენს გარკვეულ ცოდნას, ეცნობა წინა თაობის მიერ გადროვილ გამოცდილებას, ითვისებს მატერიალურ თუ სულიერ ფასეულობებს ...მაშასადამე, განათლება აძლევს ყველა იმ საჭირო რესურს ადაიმინს გახდეს საზოგადოების აქტიური წევრი.



საბოლოდ, ვფიქრობ, განათლება “არ გახლავთ ცხოვრებისთვის მომზადება, იგი თავად არის ცხოვრება’’(ჯონ დიუი), ვინაიდან ადამიანი მის საშუალებით იძენს ისეთ მახასიათებლებს, რომლებითაც ცხოვრობს და ფუნქციონირებს ცხოვრებაში. სრულებით, ვიზიარებ ილია ჭავჭავაძის მოსაზრებას, რომ მართლაც “განათლება ჰყავს მზეს, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე ათბობს, რომ არ ანათოს’’. განათლება სამარადიჯამოდ არსებობდა და იარსებებს, რადგან ადამიანის გაჩენისთანავე ხდებოდა ცოდნის გაზიარება, ამგავარად განათლება ცხოვრებაა.

0
119
6-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0