x
image
კატაპულტი
საშინელი ამბავი ინდოეთში – მამაკაცის კუჭში მატლები აღმოჩნდა
image
ინდოეთში ექიმებმა ამაზრზენი აღმოჩენა გააკეთეს. მამაკაცი მუცლის საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა, ექოსკოპიის შედეგად კი დადგინდა, რომ კუჭში რამდენიმე მატლი ბინადრობდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა “METRO" იუწყება, მამაკაცს მუცლის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც თავდაპირველად სისხლის ანალიზი გაუკეთეს; ლეიკოციტები და გემოგლობინი მომატებული აღმოჩნდა. ექიმებმა ულტრაბგერითი გამოკვლევა გადაწყვიტეს. მოგვიანებით მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ კუჭში მათ დაინახეს “მილის სტრუქტურა, რომელიც წრიულ მოძრაობებს აკეთებდა".

იმის დასადგენად, თუ რა ხდებოდა მამაკაცის კუჭში, ექიმებმა მისი განავლის ანალიზიც გააკეთეს და იქ ასკარიდის (ჭიის) კვერცხები აღმოაჩინეს. მამაკაცს პრეპარატი ალბენდაზოლი დაენიშნა. ორი კვირის შემდეგ, შემოწმებაზე მისულმა მამაკაცმა მედიკოსებს განუცხადა, რომ ის ყველა ჭიისაგან გათავისუფლდა.

რამდენად საშიშია ასკარიდის ჭია ადამიანის ორგანიზმში?



პარაზიტი ძირითადად ნაწლავებში ბინადრობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ჭიები მსოფლიოს მასშტაბით 800 მილიონიდან 1, 2 მილიარდამდე ადამიანს ჰყავს. მატლი შესაძლოა 35 სანტიმეტრამდეც კი გაიზარდოს. პარაზიტით დაინფიცირება გამოწვეულია ცუდი ჰიგიენისგან. ჭიის კვერცხებ ორგანიზმში ხშირად აღწევს დაბინძურებული კვერცხის, ბოსტნეულისა და ხილის საშუალებით, რომელი არ არის გარეცხილი, გაწმენდილი ან მოხარშული,

თავდაპირველად, ადამიანებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ, შემდეგ კი ხშირია მუცლის მსუბუქი ტკივილი. ჭიამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდაზე.

ზოგიერთი პაციენტი შეიძლება უჩიოდეს ხველას, რადგან ჭიები ხშირად სასუნთქ გზებში ხვდებიან.


ასევე საინტერესოა:

მან თითქმის ათასი ცალი, ანუ 5 კილოგრამი მონეტა შეჭამა


კაცს 18 წელი დანის ნატეხი ჰქონდა თავში


150 კილოგრამიანი ქალი თავის 9 წლის ბავშვს დააჯდა და მოკლა


ვერ დაიჯერებთ, რა აღმოჩნდა “ქინდერ სიურპრიზში"

0
84
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0