x
image
ლანა92
ქალების წინადაცვეთა აფრიკაში და სხვა შოკისმომგვრელი ტრადიციები, რომლებიც დისკრიმინაციულ დანაშაულს უდრის

image




აფრიკულ ქვეყნებს ნამდვილად შეუძლიათ, გაგვაკვირვონ თავიანთი ტრადიციებითა და ჩვეულებებით.

"რამდენი ღირს კარგი ქალი?" - ეს კითხვა აფრიკაში ქალებისათვის სულაც არაა შოკისმომგვრელი და უჩვეულო, რამდენადაც მშობლები არიან ის პირები, რომლებიც წყვეტენ ქორწინების პირობებს.

ფაქტობრივად, აფრიკის ზოგ რეგიონში ქალებს არ აქვთ არავითარი უფლება, ხოლო ვალდებულებები მრავალრიცხოვანია. ამიტომაც, თუ მამაკაცი გადაწყვეტს, დამატებით კიდევ რამდენიმე ცოლი მოიყვანოს, ქალი ქმრის იდეას მიესალმება, რადგან ეს ნიშნავს, რომ იგი სხვა ქალებს გაუზიარებს საშინაო საქმეებს. ქვემოთ განხილული იქნება ეს და სხვა შოკისმომგვრელი ტრადიციები აფრიკელ ქალებთან დაკავშირებით.


image






1.ფირფიტები ტუჩებისათვის,

როგორც სილამაზის სიმბოლო



image



ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტომი სამხრეთ აფრიკაში არის მურსი, რომელიც ცხოვრობს ომოს იზოლირებულ სივრცეში, მხარეში. მურსის ტომი რამდენადმე ცნობილია თავიანთი ქალების უჩვეულო გარეგნობის წყალობით, ეს უკანასკნელნი ტარებენ ფირფიტებს ტუჩებისათვის. კერძოდ, 15-16 წლის ასაკში გოგონას ტუჩს აჭრიან, ამოაქვთ 2 წინა კბილი და მათ ადგილას ამაგრებენ დისკს, ან ფირფიტას. ასაკის მატებასთან ერთად დისკის (ფირფიტის) ზომაც იზრდება და ზოგჯერ შეიძლება, მიაღწიოს 12 სმ. დიამეტრს. ეს მეტად შოკისმომგვრელი რიტუალი ერთგვარად უკავშირდება მონობის პერიოდს.

ცნობილია, რომ მონათმფლობელებს იმ დროისათვის ყველაზე ლამაზი შავკანიანი ქალბატონები მიჰყავდათ, რის გამოც, უნდა ვიფიქროთ, რომ მურსის ტომის აფრიკელი ქალები განგებ იმახინჯებდნენ ამ ფირფიტით თავს, რათა სამშობლოში დარჩენილიყვნენ.

დღესდღეობით ტუჩის ფირფიტა გამოიყენება დეკორატიული მიზნით, მიიჩნევა მიმზიდველობისა და თვალწარმტაცი სილამაზის სიმბოლოდ.



2.ყელის რგოლები,

როგორც მაღალი სტატუსისა და სიმდიდრის მაჩვენებელი


image


ნდებელში წაგრძელებული კისერი მოიაზრება ქალის ყველაზე მომხიბვლელ სხეულის ნაწილად. იგი ხაზს უსვამს სილამაზესა და სიმდიდრეს. უკვე 2 წლის ასაკიდან გოგონას შეუძლია, ატაროს კისრის რგოლები. პირველ რგოლს გოგონა მამისაგან იღებს საჩუქრად. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება კისრის რგოლების რაოდენობა.

ფრიკაში შეიძლება, შეგხვდეთ ქალი, რომელიც 6-8 კგ. მასის ლითონის რგოლებს ატარებს კისრით.

გავრცელებული მოსაზრებით, რაც უფრო გრძელი კისერი აქვს ქალს, მით უფრო უყვარს დ პატივს სცემს მას ქმარი. აფრიკაში ქალებს არ შეუძლიათ კისრის რგოლების მოხსნა, მათ ისინი სამუდამოდ უკეთიათ. ამგვარი რგოლების დიდხანს ტარებამ შეიძლება, დაახრჩოს, სიმსივნე, კიბო დამართოს ან/და მოკლას აფრიკელი ქალი, რამდენადაც სამკაულები ძალიან აწვება ყელს და აზიანებს კისრისა და მხრების კუნთებს.





3.მძიმე ორთაბრძოლა

აფრიკელი პატარძლისათვის




image

აფრიკის ზოგ რეგიონში მოქმედებს ძალიან საინტერესო, ტუმცა რამდენამდე საშიში, შემზარავი ტრადიცია - როცა ორი კაცი ვერ იყოფს ქალს, ანუ არიან რაყიფები (სიყვარულში მეტოქეები), ისინი ჩხუბს იწყებენ. ეს ჟღერს საკმაოდ რომანტიკულად, თუმცა მეორე მხრივ, ბრძოლა იმდენად სასტიკია, რომ შედეგად ყველგან სისხლი ჩქეფს.

გამარჯვებულად მიიჩნევა ის მამაკაცი, რომელიც ტკივილებს გაუძლებს.

ტრადიციულად, ქალს აზრს არავინ ეკითხება იმის შესახებ, თუ რომელთან სურს ყოფნა და ამდენად, პრობლემის ცივილურად მოგვარება შეუძლებელია. რაყიფებს შორის ბრძოლა ზოგჯერ სრულდება ერთ-ერთი მეტოქის სიკვდილით.



სექსუალური ტრადიციები



image


ცოლის გაზიარება სტუმრისათვის

აფრიკელ ქალებთან დაკავშირებული სექსუალური ტრადიციები ტურისტებისათვის შეიძლება, შოკისმომგვრელი იყოს და უფრო მეტიც, საშიშიც კი.

ზოგიერთი ტომი იმდენად დიდ სტუმართმოყვარეობას იჩენს ტურისტისადმი,

რომ მასპინძელი წინააღმდეგი არაა, თავისი ცოლი გაუზიაროს, ერთი ღამით დაუთმოს სტუმარს, რათა ამ უკანასკნელს ასიამოვნოს.


დასავლეთ აფრიკა -

პატარძლის სიდედრისაგან გამოსყიდვა


დასავლეთ აფრიკაში მოქმედებს კიდევ ერთი სხვა ტრადიცია - მამაკაცი სიდედრისაგან ყიდულობს პატარძალს.

ერთი შეხედვით, აფრიკული კულტურის კვალობაზე, ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ საქმრომ ჯერ სიდედრის სქესობრივი მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. ეს უკანასკნელი შესაბამისად წყვეტს სექსუალური გამოსყიდვის "ხანგძლივობას".

კენია-

პატარძლის "შემოწმების" უფლება ყველასათვის


კენიაში ნებისმიერს შეუძლია, "შეამოწმოს" პატარძლის უბიწოება ისე, რომ ამ უკანასკნელმა არ უნდა გამოთქვას არანაირი პროტესტი, უკმაყოფილება და პრეტენზია.

ტანზანია -

საცდუნებლად მამაკაცებისათვის

ნივთების მოპარვა

ტანზანიაში მამაკაცებს ქალები ჰპარავენ ყველაზე ძვირფას ნივთებს - ტანსაცმელსა და თოხებს. რა თქმა უნდა, ეს ცდუნების სახიფათო ნაწილია. ქალებმა იციან, რომ მამაკაცები აუცილებლად მოვლენ თავიანთი ნივთების უკან წასაღებად და სრულ მზადყოფნაში იქნებიან თავიანთი შესაძლებლობის გამოსაყენებლად, ანუ მათთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად.




ქალების წინადაცვეთა

აფრიკაში



image


აფრიკული ქვეყნების კიდევ ერთი საშინელი რიტუალია ქალების წინადაცვეთა.

ეს შემზარავი პროცედურა გავრცელებულია აფრიკის ყველა ქვეყანაში. 10 წლის გოგონებს უწევთ ამ ბარბაროსული პროცედურის გადატანა. მაგალითად, ეგვიპტეში, აკრძალვის მიუხედავად, ქალის წინადაცვეთის პროცედურას ატარებენ უკანონოდ და ანტისანიტარულ პირობებში, რაც ხშირად იწვევს დაავადებებსა და სიკვდილსაც კი.


წინადაცვეთა -ოპერაცია, რაც გულისხმობს ქალთა სასქესო ორგანოების ამოკვეთას, ან დამახინჯებას, ტრამვირებას.

ქალთა წინადაცვეთის პირველი ფაქტი დადასტურებულია ძველ ეგვიპტეში.

ინკების იმპერიაშიც ტარდებოდა ქირურგიული ოპერაციები ქალის კლიტორზე.



რატომ მიმართავენ აფრიკაში

ქალის წინადაცვეთას?



აფრიკული ქვეყნების მცხოვრებთა უმეტესობა ამბობს, რომ ეს უბრალოდ ტრადიციაა და თუ გოგონა წინადაცვეთილი არაა, თუ მას მოკვეთილი არ აქვს გენიტალიები, დამახინჯებული არ აქვს სასქესო ორგანოები, მაშინ არავინ იქნება მასზე დაქორწინების მსურველი.

აფრიკელები ამტკიცებენ, რომ ქალის წინადაცვეთა ეს მცირე, უმნიშვნელო მსხვერპლია ოჯახური ბედნიერების მისაღწევად.




სიშიშვლე აფრიკაში,

კერძოდ, ძველ ეგვიპტეში

- მცირე ისტორია



image



თანამედროვე ეპოქაში შიშველად სიარული სირცხვილად მიიჩნევა. კულტურული, ნორმალური ადამიანები იფარავენ თავიანთ სხეულს ტანსაცმლით, მაგრამ ძველ ეგვიპტეში შიშველად სიარულის არც რცხვენოდათ და არც ეშინოდათ.

მაგალითად, მამაკაცები და ქალები აფრიკაში, კერძოდ, ეგვიპტეში სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ სრულიად შიშველ მდოგმარეობაში. უფრო მეტიც, მდიდარ ეგვიპტელებს უყვარდათ, თავიანთი შიშველი სხეულის დემონსტრირება, გამოფენა და ტრაბახობდნენ თავიანთი ფიზიკური მახასიათებლებით.

მდიდარი ძველეგვიპტელი ქალბატონები ატარებდნენ აბსოლუტურად გამჭვირვალე, შესამჩნევი ნაჭრისაგან შეკერილ კაბებს, რათა ხაზი გაესვათ თავიანთი სილამაზისა და ფორმისათვის.

შემდგომშიც დიდი ხნის განმავლობაში ისინი დადიოდნენ მოშიშვლებული ყელითა და მკერდით.

ეს სულაც არაა გასაოცარი. ძველ ეგვიპტეში ქალი იყო ოჯახის თავი, უფროსი. ის იყო თავისუფალი, განათლებული და დამოუკიდებელი.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ არის ის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მამაკაცებისათვის ძალიან მოდური იყო წვერის ტარება, რამდენადაც იგი მიიჩნეოდა ძლიერებისა და სიმდიდრის ნიშნად.

უცნაურია, მაგრამ ეგვიპტის ისტორიაში ერთადერთი ქალი-მმართველი - ჰატშეფსუტი სურათზე გამოსახულია ცრუ წვერით, ალბათ, მაღალი სტატუსის ხაზგასასმელად.

1
274
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
274
  
2020, 27 ნოემბერი, 2:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1