x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
ქალი შევარჩიე საყვარლად, თუმცა როდესაც საქმე სექსამდე მივიდა...

სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.


image



ამბობენ, სამყაროს სიყვარული მართავს, ის ყველაზე აღმატებულიაო. თუმცა, უნდა ფლობდე უნარს, რომ შეძლო სიყვარული. უბრალოდ, არავის არავინ უყვარდება. აუცილებელია, რომ ადამიანებამდე მიიტანო გარკვეული პოზიტიური ასპექტები. უწყვეტი თვითგანვითარება სიყვარულის წარმატების გასაღებია და სულაც არაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, მას სულიერი სილამაზეც უნდა დაერთოს.



ვიცით, რომ ურთიერთობები უნდა იყოს აგებული სამ რამეზე: სიყვარული, პატივისცემა და ნდობა. ფსიქოლოგები დააკვირდნენ წყვილებს და შემდეგ გვამცნეს, რომ სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება უფრო მარტივია, ვიდრე ნდობის.


image


ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება, რასაც ოჯახის დანგრევა მოჰყვება.


მინდა გიამბოთ ერთი ქმრის ისტორია, რომელმაც თითქმის გაიჩინა საყვარელი, თუმცა როდესაც საქმე სექსამდე მივიდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა. (ისტორიას დავწერ პირველ პირში, მაგრამ ეს არც მე და არც რომელიმე ჩემს მეგობარს არ ეხება. ავტორი ინკოგნიტოა)



"ჩვენი (ცოლ-ქმრული) ურთიერთობა მძიმე პერიოდს გადიოდა - ბავშვები, კამათი, გახუნებული ყოველდღიური ცხოვრება... ოჯახიდან წამოსვლა არც მიფიქრია, უბრალოდ ვასრულებდი ვალდებულებებს. სწორედ ამ პერიოდში სამსახურში ახალი კადრი დაგვემატა. ახალგაზრდა, მიმზიდველი, მხიარული და ენერგიული ქალბატონი, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი და არ ჰქონდა მოსაწყენი ყოველდღიური ცხოვრება. ჩემს უიმედობას ამით იმედი მიეცა. ვიყავი თავაზიანი, ვეხმარებოდი მისთვის გაურკვეველ საკითხებში, დილაობით მიმქონდა ყავა, ზოგჯერ თაიგულსაც ვჩუქნიდი და რამდენჯერმე კაფეშიც დავპატიჟე. ხოლო სახლში, როგორც ყველა მატყუარა და მოღალატე კაცს სჩვევია თქმა, ვამბობდი, რომ სამსახურში შევყოვნდი და ა, შ.

განვლო არც ისე დიდმა დრომ და ის სექსზეც დამთანხმდა. შაბათს უნდა შევხვედროდით მასთან სახლში. სახლიდან გასასვლელად კი მიზეზად ისევ და ისევ სამსახურის საქმე და პრობლემა უნდა დამესახელებინა ცოლისთვის.

პარასკევ საღამოს სამსახურიდან ბედნიერი დავბრუნდი, მიხაროდა გამარჯვება, რომ ხვალ, შაბათს მე მას... ჰორმონები მძვინვარებდა, მუცელში პეპლები ხმაურით აფრიალებდნენ ფრთებს და გონება საერთოდ დახშული იყო. მივედი სახლში და საერთოდ ცოლებისთვის დამალული და შეუმჩნეველი ხომ არაფერია, ჰოდა თაკომაც შემამჩნია ბედნიერება, თუმცა ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა, კითხვები არ დაუსვამს. ბავშვებს ეძინათ, სახლი დალაგებული იყო, სადილი შემითბო, სამზარეულოში გამიმზადა და მითხრა, რომ ძალიან დაღლილი იყო, ამიტომ ხვალ მიალაგებდა მაგიდას და დასაძინებლად გავიდა.

მოვრჩი სადილს და საძინებელში შევედი. დამხვდა შემდეგი სურათი: "თაკოს ტანსაცმელი არც გაუხდია, საწოლზე ისე ჩასძინებოდა ზემოდან წამოწოლილს, თმა მოსაწესრიგებელი ჰქონდა, სახე კი ძალიან გადაღლილი. სარკის მაგიდაზე ჩვენი ფოტოების ალბომი დამხვდა, ეტყობა ის ათვალიერებდა". ძილი გამკრთალი მქონდა ხვალინდელი დღის მოლოდინისგან, ამიტომ დროის გასაყვანად ხელში ავიღე და თვალიერებას შევუდექი. ვფურცლავდი სურათებს და ის, თაკო ისეთი ლამაზი, მოვლილი და ახალაგაზრდა იყო, მე კი მის გვერდით, ბედნიერი და მომღიმარი. თავში კადრებად ტრიალებდა ის პერიოდი, როდესაც პეპლები დაფრინავდნენ მუცელში და მასთან შეხვედრის და ყოფნის ემოციებით ვიყავი სავსე.



image



ფიქრებში დამათენდა. ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ძველ თაკოზე. ბევრი ვიფიქრე. ბოლოს გადავწყვიტე ძველი თაკო დამებრუნებინა. ამასობაში კი დილის 5 საათი გახდა. დავრეკე დედაჩემთან, გავაღვიძე და ვთხოვე ამ შაბათ-კვირას ბავშვები წაეყვანა თავისთან. გადავრეკე ყვავილების 24 საათიან მომსახურების მაღაზიაში და დიდი თაიგული შევუკვეთე და მალევე მომიტანეს. შევედი სამზარეულოში, გამოვაღე მაცივარი და რაღაცები მოვამზადე სადილად. როგორც წესი, თაკო დილით ადრე დგება ხოლმე, ამიტომ სანამ გაეღვიძა, თაიგულიც და სადილიც საწოლში მივართვი. მისთვის ისეთი მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, გახარებულმა პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო ოთახში. შუა დღეზე სალონშიც ჩავწერე, თმა მოიწესრიგა და საღამოს მის საყვარელ რესტორანში წავიყვანე. მეორე დღეს კინოში...



image


ჩემს ახალ საყვარელს ვთხოვე აღარ მოეწერა და გავწყვიტე ურთიერთობა, მარტივი არ იყო, თუმცა მოვახერხე. სამაგიეროდ, ყველა თავისუფალ დროს ჩემს თაკოსთან ვატარებ და შესაბამისად ტყუილების თქმაც აღარ მიწევს. ის უწინდებურად ბედნიერია და იღიმის. მოკლედ, ის გარდაიქმნა. დავასკვენი, რომ ქალი მამაკაცის ანარეკლია. თუ გააბედნიერებ, იბრწყინებს. არ გჯერათ? შეამოწმეთ! "


image




იხილეთ აგრეთვე:


განქორწინებული მამაკაცის რჩევები დაქორწინებულებს - გაითვალისწინეთ ეს 5 ფაქტორი!image







მამაკაცის ეს 10 ფრაზა ამტკიცებს, რომ მას აღარ უყვარხართ - შეამოწმეთ!...image









7 უტყუარი ფაქტი, რომ ქმარი გღალატობთ - შეამოწმეთ!image






რა სურთ კაცებს ცოლებისგან?image





3 რამ, რასაც მამაკაცი საყვარლისთვის გააკეთებს, ცოლისთვის კი არა!image





რა მაგნიტური თვისებების გამო იზიდავენ მამაკაცებს სხვა ქალები და რაზე ეუბნებიან ცოლები უარს?image






ქალის 5 ტიპი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს უღალატებს - გაითვალისწინეთ!image



7
1165
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1165
  
2020, 2 დეკემბერი, 21:16
მადლობა, აუცილებლად. სწავლა სიბერემდეო. :))
2020, 2 დეკემბერი, 21:05
გაიხარე შენ ;) შემდეგისთვის გაითვალისწინე ;)
2020, 2 დეკემბერი, 20:54
მე ამდენი ვერ მოვისაზრე, ამიტომაც კიდევ ერთი ყოჩაღ შენ. :))
2020, 2 დეკემბერი, 20:49
ნახვები რომ არ ფიქსირდებოდა, ვწერდი და ვინახავდი :)) დანარჩენი ხვალ...
2020, 2 დეკემბერი, 14:24
ორგზის ყოჩაღ მაკა, ამას მოფიქრება არ უნდოდა? :))
2020, 2 დეკემბერი, 13:59
:)) 1 კვირის დაწერილი სტატიები მაქვს და ახლა გამოვფენ ნელ-ნელა :)
2020, 2 დეკემბერი, 13:55
კარგია ნახვები დაფიქსირებულა. გილოცავ მაკა...
0 1 7