x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა იგორ ტალკოვის ნამდვილი მკვლელი
image

მომღერალმა და კომპოზიტორმა მიხეილ მურომოვმა გაამჟღავნა იმ ადამიანის სახელი, ვინც 1991 წელს ესროლა მუსიკოს იგორ ტალკოვს. ამის შესახებ მან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუს დროს ისაუბრა.



მურომოვი პეტარბურგში."იუბილეინიში"" გამართულ კონცერტს ესწრებოდა. მისივე თქმით, კონცერტის ბოლოს, სცენაზე ასვლის თანმიმდევრობის გამო, არტისტებს შორის კონფლიქტი გაჩაღდა.


” სულ ამბობენ, რომ შლიაფმანი იყო დამნაშავე (იგორ ტალკოვის საკონცერტო დირექტორი). მაგრამ ეს ასე არ არის. მალახოვმა ესროლა (მომღერალ აზიზას პირადი მცველი და ოფიციალური მეუღლე), მე ვიცი ეს და დარწმუნებული ვარ, "-განაცხადა მან. მომღერალმა აღნიშნა, რომ აზიზას მცველმა "ხმაურზე ისროლა", მაგრამ ტალკოვისთვის არ დაუმიზნია.



კომპოზიტორმა ასევე განმარტა, რომ გარდაცვლილმა მუსიკოსმა გაზის პისტოლეტიდან ისროლა, მალახოვმა კი - ნამდვილიდან.


”ამის შესახებ არასდროს არ წერდნენ ... და რისი გაკეთება შეეძლო ვალერას (შლიაფმანი)? მას უთხრეს: "წადი ისრაელში" - ისიც ადგა და წავიდა ", - თქვა მურომოვმა.

იგორ ტალკოვი მოკლეს 1991 წლის 6 ოქტომბერს პეტერბურგში, "იუბილეინის" სპორტის სასახლეში. სცენაზე გასვლამდე მას გასახდელი ოთახის მახლობლად ესროლეს.თავიდანვე უმთავრესი ეჭვმიტანილი იყო მალახოვი, ქალაქის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. იგორ მალახოვზე, რომელზეც საკავშირო ძებნა განმოცხადდა, 10 დღის შემდეგ ნებაყოფლობით მივიდა მილიციაში. 1991 წლის დეკემბერში, მალახოვს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს, ხოლო 1992 წლის აპრილში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ უკანასკნელი გასროლა მოხდა კომერციული დირექტორის ვალერი შლიაფმანის მიერ. თუმცა 1992 წლის თებერვალში ბრალდებული ისრაელში გამეგზავრა, რომელთანაც იმ დროს რუსეთს არ ჰქონდა ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, რის გამოც მკვლელობის საქმე შეჩერდა.



2018 წლის ნოემბერში მოსკოვის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა სერგეი ლომოვმა დაადასტურა, რომ პისტოლეტი, საიდანაც მუსიკოსს ესროლეს, უკანონოდ ეკუთვნოდა მომღერალ აზიზას პირად მცველს იგორ მალახოვს. იგი გაასმართლეს იარაღის უკანონო შეძენის და ტარების გამო. მუსიკალურმა პროდიუსერმა ალექსანდრე ტოლმატსკიმ მომღერალ აზიზა მცველები მომღერლის მკვლელობაში დაადანაშაულა.


იგორ ტალკოვი 80-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო მუსიკოსი იყო, პირველად სახელი გაითქვა 1987 წელს სიმღერით Чистые пруды, შემდეგ იყო ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორიცაა "Я вернусь", «Летний дождь», «Спасательный круг» და სხვა.


0
244
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0