x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელი არქეოლოგი ამტკიცებს,რომ იესო ქრისტეს სახლი აღმოაჩინა
image

რედინგის უნივერსიტეტის არქეოლოგი, პროფესორი კენ დარკი თითქმის 15 წლის განმავლობაში ატარებდა გამოკვლევებს ნაზარეთში, სადაც, ლეგენდის თანახმად, იესო ქრისტე დაიბადა. მეცნიერს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით 1880-იან წლებში აღმოჩენილი ნანგრევები შეიძლება იყოს ის ადგილი, სადაც იოსები, მარიამი და ჩვილი იესო ცხოვრობდნენ.ის ამ ვერსიას მტკიცებულებებით ამყარებს.


საცხოვრებელის გალავანი კირქვის ბორცვში იყო გამოკვეთილი და რამდენიმე მომიჯნავე ოთახი ჰქონდა; დაცულია ერთი კარი. სახლის ორივე მხარეს ორი სამარხია.

ეს ადგილი აღმოაჩინეს XIX საუკუნის 80-იან წლებში ნაზარეველი დების მონასტრის ქვეშ.



Британский археолог считает,  что нашел дом Иисуса Христа

მონაზვნები, რომელთა ორდენი ამ მონასტრის მფლობელები იყვნენ, გათხრებს ატარებდნენ 1930-იან წლებამდე, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მათ იპოვეს იესოს ბავშვობის დროინდელი სახლი. ისინი ეყრდნობოდნენ ცნობილ ბიბლიოლოგ ვიქტორ გერინის მიერ 1888 წელს გაკეთებულ განცხადებას, მაგრამ მატ რაიმე მტკიცებულების დადება ვერ მოახერხეს.

Британский археолог считает,  что нашел дом Иисуса Христа

1936–1964 წლებში ამ ადგილზე იეზუიტმა მღვდელმა დამატებითი გათხრები ჩაატარა, რის შემდეგაც მეცნიერებმა „თითქმის მიივიწყეს“ ეს ვერსია, სანამ პროფესორმა დერმა 2006 წელს არ წამოიწყო ახალი პროექტი.

2015 წელს მან გამოაქვეყნა სტატია გათხრების ადგილის თავდაპირველ დასკვნებზე დაყრდნობით და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს არის მარიამისა და იოსების სახლი. შემდგომმა ანალიზმა დაადასტურა, რომ სახლი თარიღდება I საუკუნით, რაც შეიძლება გახდეს მეცნიერის ჰიპოთეზის სისწორის ერთ-ერთი მტკიცებულება.

Британский археолог считает,  что нашел дом Иисуса Христа

სახლი მდებარეობს ნაზარეველი დების მონასტრის ქვეშ, რომელიც ნაზარეთის ხარების ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.


მკვლევარი მიიჩნევს, რომ სახლის მშენებელი ალბათ იოსები იყო, იესოს მამა. ცნობილია, რომ იოსები დურგალი იყო, მაგრამ ახალ აღთქმაში მას ხური-მშენებლადაც მოიხსენიებენ - ხელოსანი, რომელსაც სახლის აშენება შეეძლო.

Британский археолог считает,  что нашел дом Иисуса Христа

სავარაუდოდ, ეზოს და სახურავის ტერასის გვერდით, საცხოვრებელი და საწყობი იყო. ვინც ეს სახლი ააშენა, კარგად ერკვეოდა ქვის დამუშავებაში.

იესოს სიკვდილისა და მის სწავლებებზე დაყრდნობით ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, მეოთხე საუკუნეში, პირველი საუკუნის სახლის მიმდებარე გორაკზე გამოქვაბულში აშენდა ეკლესია, იგი საგულდაგულოდ იყო გაფორმებული მოზაიკითა და საზოგადოებრივი ლიტურგიული მახასიათებლებით და თეთრი მარმარილოს შირმით.

Британский археолог считает,  что нашел дом Иисуса Христа

სავარაუდოდ, პირველი საუკუნის სახლისა და მეოთხე საუკუნის გამოქვაბულის ეკლესიის გარშემო.მეხუთე საუკუნეში აშენდა კიდევ ერთი დიდი მიწისზედა ეკლესია.

ეს მეორე ეკლესია ასევე მოზაიკით, მარმარილოს სვეტებით და არქიტექტურული დეკორაციით იყო გაფორმებული. ”გვიანდელი ეკლესია უდიდესი იყო V – VII საუკუნეების ნაზარეთში (ანუ ბიზანტიური) და ვინც ამ შენობების აგებაში მონაწილეობდა, მას ამ ადგილისადმი რელიგიური თვალსაზრისით საკმაოდ ღრმა პატივსცემა უნდა ჰქონოდა. ” - ამბობს პროფესორი.

Британский археолог считает,  что нашел дом Иисуса Христа

ნაზარევეკლი დების მონასტერი მდებარეობს თანამედროვე ნაზარეთის ცენტრში, ცნობილი ხარების ეკლესიის უშუალო სიახლოვეს, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდა. თავდაპირველად, ხარების ეკლესია აშენდა იმ ადგილას, სადაც ლეგენდის თანახმად, ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ მას იესო შეეძინებოდა და ის აშენდა მეხუთე საუკუნის ეკლესიასთან ერთად, რომელიც სახლის ნაშთებზე დააშენეს. ეს იმას მეტყველებს, რომ "იესოს სახლის" თავზე აშენებული V საუკუნის ეკლესია "იესოს სახლის" "არანაკლებ მნიშვნელოვნად" მიიჩნეოდა.

Британский археолог считает,  что нашел дом Иисуса Христа

ასე გამოიყურება დღეს ხარების ეკლესია ქალაქ ნაზარეთში, ისრაელის ჩრდილოეთში.


imageკენ დარკის ახალ წიგნს, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს თავის გამოკვლევებს, ჰქვია "ნაზარეველი დების მონასტერი რომაელთა, ბიზანტიელთა და ჯვაროსანთა დროში".

1
518
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
518
  
2020, 27 ნოემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1