x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
აუდიოწიგნები სიმბოლურ ფასად, 10 თეთრად - "გუდას" კამპანია ბავშვებისთვის
image


სამწუხაროდ, დადგა დრო, როცა ყოველდღიურ შეზღუდვებში გვიწევს ცხოვრება. რაც უფრო დიდხანს გრძელდება პანდემიით გამოწვეული რეგულაციები, მით უფრო უჭირთ ადამიანებს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ბავშვებს. მათ ცხოვრებაში მეტი მრავალფეროვნების შეტანა მშობლების მთავარი საზრუნავია. უკვე გამოვლილმა რთულმა თვეებმა დაგვარწმუნა, რომ წიგნი პატარების საუკეთესო მეგობარია ყველაზე რთულ და მოსაწყენ პერიოდშიც. მითუმეტეს, ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ბავშვიანი ოჯახებისთვის მოსასმენი, ე.წ. აუდიო წიგნები. ამით ბავშვი ეკრანისგანაც ასვენებს თვალებს და ამავე დროს შეუძლია თამაშის, მგზავრობის და სხვა აქტივობების დროს თან საინტერესო წიგნებსაც უსმინოს. პლათფორმა gudabooks.ge უამრავ ასეთ წიგნს აერთიანებს, თუმცა რაც არ უნდა საინტერესო და მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის, მშობელი ძალაუნებურად მატერიალურ მხარეზეც ზრუნავს. ამიტომ gudabooks.ge-მ სიმბოლური, 10-თეთრიანი წიგნების სერია შეადგინა.


მშობლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ gudabooks.ge-ზე და ბავშვებისთვის სულ რაღაც 10 თეთრად შეიძინონ წიგნები.


ამ წიგნების ჩამონათვალი არც ისე მცირეა: გოდერძი ჩოხელის, გურამ პეტრიაშვილის, დისნეის, მსოფლიო ხალხთა თუ ქართული ხალხური ზღაპრები ძალიან ბევრი ბავშვის გემოვნებას მოერგება.



image


პლატფორმა gudabooks.ge საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ძალიან მდიდარ საბავშვო წიგნების აუდიო კოლექციას გთავაზობთ. მათ შორის, 1 ლარიდან.
შეგახსენებთ, აუდიოწიგნების არაერთ სასარგებლო მხარეს:



  • ზღაპრის მოსმენით ბავშვს შინაარსის უკეთ გააზრებასა და ფანტაზიის უნარის მეტად განვითარებაში ვეხმარებით, ამ დროს შეუძიათ თან ითამაშონ, დახატონ ან ნებისმიერი სხვა რამ გააკეთონ.
  • აუდიოწიგნები ბავშვს უფრო რთული წიგნების წაკითხვისთვის ამზადებს
  • ასწავლის და უჩენს მოსმენას ჩვევას
  • აუდიოწიგნები სამომავლოდ დროის დაზოგვაში დაეხმარება
  • უმდიდრებს ლექსიკას და სამომავლოდ, კითხვითი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება


  • 0
    16
    1-ს მოსწონს
    ავტორი:intermedia.ge
    intermedia.ge
    Mediator image
    Mediator image
    16
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0