x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორია საჭესთან ჯდომის სწორი პოზიცია?! – ამის ცოდნა აუცილებელია (11 რჩევა)
მანქანაში ჯდომის სწორი პოზიცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ხანგრძლივი მგზავრობა სხვაგვარად ძალზედ რთულია, გარდა ამისა, საჭესთან ჯდომის არასწორი პოზიციით, შესაძლებელია დავიზიანოთ ხერხემალი და მალთაშუა დისკები.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც საჭესთან ჯდომის სწორი პოზიციის შერჩევაში დაგეხმარებათ:

1. სავარძელზე ისე მოთავსდით, რომ ზურგი მაქსიმალურად ეხებოდეს მას.

image


2. სავარძლის სიმაღლის რეგულირებისას შეარჩიეთ ისეთი პოზიცია, რომლიდანაც კარგად ხედავთ ყველაფერს გარშემო და ასევე ინსტრუმენტების დაფასაც. თქვენი თვალები საქარე მინის შუა ნაწილის გასწვრივ უნდა იყოს, რათა მანქანის წინ ქვევითა და ზევით თანაბრად კარგად აკონტროლებდეთ გზას.



3. სავარძლის წინა ნაწილი არ უნდა იყოს მაღლა აწეული, რათა ბარძაყები არ დაიჭიმოს.


4. საჯდომი მაქსიმალურად საზურგისაკენ უნდა გქონდეთ მიწეული.


5. თუ სავარძლის უკან გაწევაა საჭირო, ეს ისე გააკეთეთ, რომ ფეხები პედლებს არ მოსცილდეს.image


6. იმისათვის, რომ მენჯისა და მალთაშუა დისკების დაზიანება თავიდან ავირიდოთ, უმჯობესია სავარძელი არ იყოს დაბალი და ძალიან რბილი.


7.საჭესთან არ უნდა იყოთ დაძაბული, აუცილებელია, ისეთი პოზიციის შერჩევა, რომლის დროსაც ნაკლებად დაგეღლებათ ხელები.



8. საჭეზე ხელები განალაგეთ 3/9 საათის პოზიციაში, ამგვარად თქვენ ყოველთვის მარტივად შეძლებთ მის კონტროლს.

image

9. საზურგის თავი გქონდეთ მაქსიმალურ სიმაღლეზე, რადგან უსაფრთხოების ბალიშების გახსნის შემთხვევაში, ასე უფრო დაცული იქნებით.


10. არასდროს დაჯდეთ საჭესთან ძალიან ახლოს, ასე მოულოდნელ სიტუაციაში ვერ შეძლებთ საჭირო მანევრის გაკეთებას, გარდა ამისა, ასეთი პოზა მეტად დამღლელია და უსაფრთხოების ბალიშთანაც უფრო ახლოს ხართ, რაც თქვენს ოპტიმალურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.


11. კიდევ ერთი მავნე ჩვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დაივიწყოთ, არის მანქანის ცალი ხელით მართვა.ამან შეიძლება კატასტროფული შედეგი მოიტანოს.


ასევე საინტერესოა:

ზამთარი და ავტომობილი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!


რჩევები, რომლებიც ქალაქში მოძრაობისათვის ძალიან დაგეხმარებათ


იმისათვის, რომ თქვენ და თქვენს ავტომობილს საფრთხე არ შეგექმნათ


პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები)


რა უნდა იცოდეთ საცობებში მოძრაობისას


5 რჩევა თქვენი ავტომობილის უსაფრთხო პარკირებისთვის

0
289
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0