x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
29 ნოემბერს დედამიწას ძალიან ძვირადღირებული ასტეროიდი მოუახლოვდება
image


29 ნოემბერს ასტეროიდი 153201 (2000 WO107) 25 კმ / წმ სიჩქარით ჩაუფრენს ჩვენს პლანეტას. მისი ზომები 370-დან 820 მეტრამდეა შეფასებული.
კოსმოსურ ობიექტამდე მანძილი 4 მილიონ კმ-ზე მეტი იქნება - ეს დაახლოებით დედამიწიდან მთვარემდე 11-ჯერ მეტ მანძილის შეადგენს.




მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი ოფიციალურად კლასიფიცირდება, როგორც პოტენციურად საშიში ობიექტი, შეჯახების საფრთხეს არ წარმოადგენს.



ამასთან, კოსმოსურმა სხეულმა მეცნიერების ყურადღება სხვა თვისებებით მიიპყრო - ექსპერტების აზრით, მის სიღრმეში დაახლოებით 17, 4 მილიარდი დოლარის ძვირფასი მინერალებია. ეს ღირებულება გამოითვალეს სპექტრალური ანალიზის მონაცემებისა და ასტეროიდის სავარაუდო ზომის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით. მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 153201 (2000 WO107) მდიდარია რკინით, კობალტით და ნიკელით.





ასტეროიდი 2000 წელს აღმოაჩინეს, აღმოჩნდა, რომ მზის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდი 318 დღეა.



ასტეროიდის შემდეგი ფრენა დედამიწის მახლობლად 3, 1 მილიონი კმ მანძილზე მოხდება 2040 წლის 29 ნოემბერს.




0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0