x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
“ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი!” - ინტერნეტმომხმარებელი პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს
ინტერნეტმომხმარებელი და სტუდენტური ასოციაცია “მწვანეს” პრეზიდენტი ელენე დოხნაძე საკუთარი კოვიდინფიცირებული ოჯახის წევრების გაუსაძლის მდგომარეობაზე წერს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს Facebook-ის მეშვეობით მიმართავს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:


“ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი!!! დედის და მამის ოჯახი (დედა, მამა, ბებიები, ბაბუები) კოვიდდადებითები არიან.


ბებიები და ბაბუები მყავს ძალიან ცუდად!!!


მიშველეთ, გემუდარებით, თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება...



ერთი ბაბუა გადავიყვანეთ კლინიკაში (სიცხე 39, 4).


1 კვირის შემდეგ ძლივს გამოჩნდა ადგილი, სადაც არის საშინელი მდგომარეობა, ფილტვებიც არ შეუმოწმებიათ კაცისთვის და ჩაცმული ზის ღამის 2 საათიდან. გათბობაც არ არის კლინიკაში ჩართული.


მეორე ბაბუაც ძალიან ცუდად არის. სასწრაფოს ველოდებით საათებია უკვე და ისიც არ ვიცით ადგილები იქნება თუ არა კლინიკებში!!!


მამა ძალიან ცუდად არის. 38, 7 აქვს სიცხე, მაგრამ კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს ჯერჯერობით. დედაც იგივე მდგომარეობაში მყავს!!!


გემუდარებით, დამეხმარეთ!!!


აღარ შემიძლია უკვე ვერ გადავიტან ამდენს, გთხოვთ, არ მომიკლათ ბაბუები!!!


ჯანდაცვაში დარეკილი მაქვს. კლინიკა უარყოფს...


ბაბუა ხმას ძლივს იღებს, ისე ცუდად არის...


გემუდარებით, დამეხმარეთ, არ მომიკლათ!!!


ვისაც შეგიძლიათ, დამიდექით გვერდით!!!


გთხოოოვთ!!!”


ფეისბუკსტატუსმა 3 საათის მანძილზე უკვე დააგროვა 500-მდე გაზიარება. ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ თავადაც და მათი ახლობლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და ჯანდაცვის სისტემას უჭირს კოვიდინფიცირების ტალღასთან გამკლავება.


ქვეყანაში ლოკდაუნის შემოღების საჭიროებაზე საუბრობენ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები. გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შემდეგი რამ განაცხადა:


„თუ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვეტთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს. მაშინ როცა უკვე კლასტერები აღარ გვაქვს და ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა. რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვა უნდა მოხდეს”.


ამასობაში გასული 24 საათის მანძილზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3958 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 2157 შემთხვევა დედაქალაქზე მოდის. გასული დღეღამის მანძილზე Covid-19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ასევე 36 ადამიანი.


დოხნაძე ელენე

1
198
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
198
  
2020, 24 ნოემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1