x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ყოველთვის იპოვე შენი გზა!" - პატარა ტატუ-სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა


image





თუ გადაწყვიტეთ, რომ გაიკეთოთ პირველი ტატუ, მაგრამ ყოყმანობთ და გეშინიათ, არჩევანი შეაჩერეთ პატარა სიმბოლოზე. ციტატიდან ციფრებსა და გამოსახულებებამდე მრავალფეროვანი ვარიანტი უხვადაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 12 მცირე სიმბოლო, რომელმაც შესაძლოა, შთაგაგონოთ.




სპილენძის სიმბოლო

(აფროდიტეს ტატუ)-

სილამაზე, ქალურობა და შემოქმედებითობა

image


სპილენძის ალქიმიური სიმბოლო ბრწყინვალედ გამოიყურება სხეულზე. ის დაკავშირებულია ბერძნულ სიყვარულის ღმერთთან, აფროდიტესთან. ეს ნიშანი, ასევე, ასოცირდება სილამაზესთან, ქალურობასა და შემოქმედებითობასთან.





ღუზა (იაკორი) -

სირთულეების მიუხედავად, დასახული მიზანი უცვლელია




image



ღუზას ტატუ კარგადაა ცნობილი მეზღვაურებს, ასევე, ძლიერ ადამიანებს შორის. ამ ტატუ-სიმბოლოს აზრია ის, რომ უნდა იყო მხნედ, დარჩე ძლიერად, იმის მიუხედავად, თუ საით გაგაქანებს ცხოვრების სირთულეები. ღუზით მიბმულ ხომალდსავით, არაფერს არ შეუძლია, დაგაშოროთ დასახულ, დანიშნულ მიზანს.



სპილო - იყავით ძლიერი



image


სიმბოლო მიუთითებს ძალაზე, მოთმინებაზე, გადაწყვეტილებების მიღების უნარზე, რისკიანობაზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე. სპილო ყველაზე ძლიერი და დიდი ცხოველია დედამიწაზე, ხოლო შესაბამისი ტატუ უბრალოდ აჩვენებს თქვენს უნარს, დაძლიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა. თუ თქვენ ძლიერი ბრძანდებით, იყავით ძლიერი, როგორც სპილო.



მერცხალი -

"ყოველთვის იპოვე შენი გზა!"



image



ტრადიციული სიმბოლიკიდან მერცხალი იყო ძალიან პოპულარული მეზღვაურებს შორის. იგი ამბობს, რომ "ყოველთვის იპოვე შენი გზა!". მერცხალი, ასევე, განასახიერებს მოგზაურობას, პატიოსნებასა და სიყვარულს. ამიტომაც იგი იდეალური ვარიანტია ტატუირებისათვის.





ანხი -

სიცოცხლე და მარადიულობა



image



ანხი საოცარი ეგვიპტური სიმბოლოა, რომელიც განასახიერებს სიცოცხლესა და მარადიულობას. მარტივი, მცირე, მაგრამ ღრმა მნიშვნელობის, ძლიერი ტატუა, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება თქვენს თითზე, ან ხელზე (მაჯაზე).





ინი-იანი -

წარმატების მისაღწევად დაიჭირეთ ბალანსი!



image




ტატუს აქვს ღრმა აზრი, რამდენადაც ინი-იანი პოპულარული სიმბოლოა აღმოსავლურ ფილოსოფიაში. აქ ორი ნაწილი ავსებს ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დააბალანსოთ საგნები, რათა რამეს მიაღწიოთ.





მზის სიმბოლო "ზია"-

თქვენ შეგიძლიათ, იბრწყინოთ ყველგან!



image



ეს მზე-სიმბოლო თავის თავში მოიცავს სხივებს, რომლებიც ანათებენ 4-ვე მიმართულებით (ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით), რაც კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობით ტვირთავს ამ ტატუს. მზის ტატუ-სიმბოლო შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, იბრწყინოთ ყველგან და უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის. მიუხედავად იმისა, ბრძანდებით თუ არა თავდაჯერებული, მზის ტატუ-სიმბოლო ყველას უხდება.





რუნიკული კომპასი - ვეგვიზირი

(თქვენ ცხოვრებაში არასოდეს დაიკარგებით!)




image



რუნიკული კომპასის სიმბოლო იკავებს თქვენს სხეულზე მნიშვნელოვან სივრცეს, თუმცა შეგიძლიათ, შეამციროთ მისი ზომა. ესაა კომპასის სიმბოლო ისლანდიური კულტურიდან, რაც გეუბნებათ, რომ თქვენ ცხოვრებაში არასოდეს დაიკარგებით. ეს ტატუ-სიმბოლო მოუხდება როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებსაც.




კადუციუსი - კარგი ჯანმრთელობა

(რომაელი მერკურის, ბერძენთა ჰერმესის ჯოხი, მედიცინის სიმბოლო)



image



კადუციუსის სიმბოლოს თქვენ ხშირად შეხვდებით სამედიცინო დანიშნულების ადგილებში, აფთიაქებსა და კლინიკებში. კადუციუსი სიმბოლოა კარგი ჯანმრთელობის. ფრთები განასახიერებს ბერძნული ღმერთის, ჰერმესის, რომაელი მერკურის სიმტკიცესა და გონებაგამჭრიახობას.


ბერძნული სიტყვა "მერაკი"

(Meraki - "ვნება")




image


თუ თქვენ ბრძანდებით ძალიან შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც ყოველთვის აქსოვს სულსა და გულს იმას, რასაც აკეთებს, მაშინ "მერაკი" თქვენი ტატუა.




ლათინური ფრაზა "ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ" (//"სირთულეების გავლით ვარსკვლავებისაკენ") -

"Ad Astra Per Aspera"



image


ეს ტატუ-სიმბოლო გამოხატავს ცხოვრების ჟინს, გვეუბნება, რომ რთული გზების მერე დადგება ბედნიერი ცხოვრებაც.

1
235
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
235
  
2020, 24 ნოემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1