x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საუკეთესო საახალწლო და საშობაო ფილმები სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად
image



თუ თქვენ წინასადღესასწაულო სამზადისმა და ფუსფუსმა გადაგქანცათ, ან დეპრესიამ შეგიპყროთ, არ არსებობს იმაზე კარგი მეთოდი გასამხნევებლად და განწყობის ასამაღლებლად, ვიდრე ამ პერიოდისათვის თემატური ფილმების ყურებაა.სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა დროის საუკეთესო საახალწლო და საშობაო ფილმებს.





"საშობაო არდადეგები"

(1989)


image



კლარკ გრისვოლდი (ჩევი ჩეიზი) გადაწყვეტს, შობის დღესასწაული აღნიშნოს ყველა ტრადიციის დაცვით. გრისვოლდების ოჯახში შობას ზეიმობენ.. და აი, მოახლოვდა დრო, როცა ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, ჰიმნს მღერიან, საშობაო ნაძვის ხის შუქები ციმციმებენ. შობა გრისვოლდების ოჯახისათვის ძალიან საყვარელი და ძვირფასი დღესასწაულია, მაგრამ სტუმრად მოდიან ნათესავები, არღვევენ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს. იწყება ნამდვილი აურზაური, სტიქიური უბედურება.



"პოლარული ექსპრესი"

(2004)



image


"პოლარული ექსპრესი" 2004 წლის ფილმია, სადაც მთავარ როლს ტომი ჰენქსი თამაშობს. ფილმი ეფუძნება 1985 წელს დაწერილ საბავშვო წიგნს.პატარა ბიჭუნა მიემგზავრება ჩრდილოეთ პოლუსში მატარებლით "პოლარული ექსპრესი". ეს მოგზაურობა სრულდება სანტა კლაუსის, თოვლის ბაბუას არსებობისადმი საბოლოოდ დარწმუნებით. ფილმის მთავარ გმირს, პატარა ბიჭუნას, დაცინვის მიუხედავად, ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. შობის ღამეს მისი სახლის კართან მართლაც გაჩერდა საშობაო მატარებელი, რომელმაც შესთავაზა მას ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა.





"სკრუჯი" (1989)



image



ფილმი "სკრუჯი" ესაა დიკენსის საშობაო ისტორიის მიხედვით გადაღებული. სკრუჯი ხარბი მოხუცია, რომლის ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი უთვალავი ქონებაა, თუმცა მის ცხოვრებაშიც დგება მომენტი, როცა ყველაფერი იცვლება.. ფილმი" სკრუჯი" დიკენსის ნაწარმოების უფრო სასაცილო და თანამედროვე ვერსიაა.



ელფი (2003)



image


ესაა ისტორია ბავშვისა, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში, სანტას სახელოსნოში გაიზარდა. მრავალი წლის წინ პატარა ბიჭუნა სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საბრალო პატარა ელფებს შორის აღმოჩნდება, სადაც ერთ-ერთი მათგანი იშვილებს. იმ დღიდან მას ბადი ჰქვია. წლების მერე ბიჭუნა ეცდება ელფებისა და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში მყარად დამკვიდრებას, წინ წაწევას, თუმცა არსებობს ერთი გადაულახავი ბარიერი - ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია იმისათვის, რათა ნამდვილი ელფი გახდეს.




"კოშმარი შობის წინ"

(1993)



image


ფილმი, რომლის რეჟისორია გენრი სელიკი, ხოლო მონაწილეები: დენი ელფმენი, კრის სარანდონი, კასტერინე ო ჰარა, უილიამ ჰიკი, გლენ შედიქსი, კოლ რუბენსი.

სადღაც შორს არის ერთი ქალაქი, სახელად ჰელუინთაუნი. აქ ურჩხულები და მონსტრები ცხოვრობენ. ეს არსებები, ერთი შეხედვით, ძალიან საშიშნი არიან, თუმცა რეალურად კეთილი და მოსიყვარულე ბუნება აქვთ. ერთხელ გოგრების მეფე სხვა ქალაქში მოხვდა, სადაც ის შობას დაესწრო და ძალიან მოწეონა იქაური წესები. როცა გოგრების მეფე ჰელუინთაუნში დაბრუნდა, გადაწყვიტა, შობა აქაც მოეწყო. სწორედ გოგრების მეფემ დაამკვიდრა შობის დღესასწაული ჰელუინთაუნში.




"გრემლინები"

(1985)



image


რეჟისორია ჯო დანტე. პატარა მომხიბვლელ ცხოველ გრემლინს შეუძლია, ქვასაც კი აუჩუყოს გული, რადგანაც ძალიან საყვარელია. თან უნაკლო სმენაც აქვს, მაგრამ მას ფრთხილად უნდა მოექცნენ, შესაძლოა, მზის შუქისაგან დაიღუპოს. მისი არც დასველება შეიძლება და რა მოხდება, თუ პატარა გრემლინს ღამის 12 საათის შემდგომ საჭმელს აჭმევენ? წარმოდგენაც კი ძნელია.

საოცრად საყვარელი არსებები, გრემლინები ქაოტურ, არეულ ურჩხულებად იქცევიან და პატარა ქალაქს შობის ღამეს ტერორში ამყოფებენ, აწიოკებენ. "გრემლინები" ორიგინალური, მხიარული და სახიფათო, საშიში ფანტაზიაა, რომელიც მხოლოდ შობას ხდება.





"ჰარი პოტერი და

ფილოსოფიური ქვა" (2001)




image




"სანტა კლაუსი"

(1994)



image



"სანტა კლაუსი" სადღესასწაულო კომედიაა ტიმ ალენის მონაწილეობით. ესაა ისტორია უბრალო ადამიანზე, რომელიც უბედური შემთხვევის გამო, იძლებულია, დაიკავოს სანტა კლაუსის ადგილი. ამას მოსდევს ჩრილოეთ პოლუსზე გამგზავრება, ასევე, სხვადასხვა კომიკური სცენა, როცა იგი სანტას სახით წარმოუდგება თავის ცოლს (ვენდი კრეუსონი), რომელსაც არასოდეს სჯეროდა სანტას არსებობის. უფრო კონკრეტულად კი, საშობაო ღამეს სათამაშოების გამყიდველი, სკოტ კელვინი შემთხვევით ჩამოაგდებს თავისი სახურავიდან უცნაურ მოხუცებულს. გაოცებული კელვინი იქვე აღმოაჩენს ჩრდილოეთის ირემს. სანამ უცნობი თოვლიდან ცდილობს გამოღწევას, ცნობისმოყვარე სკოტი ჩახტება ირმის უნაგირში და ჩრდილოეთ პოლუსში აღმოჩნდება. იქ მთავარი ელფი არწმუნებს მას, დაიკავოს ადგილი სანტა კლაუსისა, რომელიც ახლა კელვინის სახლთანაა და ვერ ახერხებს თავისი მოვალეობის შესრულებას, სახურავიდან ჩამოვარდნის გამო. კელვინი დათანხმდება, მაგრამ ერთია, ჩაიცვა სანტას ტანსაცმელი, კოსტიუმი და ბავშვებს უცეკვო, მეორეა, იყო ნამდვილი სანტა, როცა შენ სინამდვილეში გეზრდება წვერი, ღიპი და გიჭაღარავდება თმა. ასეთი მხიარული შობა მას ჯერ არ ჰქონია..



"შვებულება

გაცვლით" (2006)



image


მოღალატე მამაკაცებთან გართულებული ურთიერთობების ფონზე, ლოს-ანჯელესელი ამანდა და ლონდონელი აირისი გადაწყვეტენ, სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყისი გახდებოდა.





შავი შობა

(1974)



image



ნამდვილი სიყვარული

(2003)



image




"გამარჯობა ოჯახს"

(2005)


image



კრამპუსი

(2015)



image




"ბიჭის შესახებ"

(2002)



image





"სანამ შენ გეძინა"

(1995)




image




"ადგილთა გაცვლა"

(1983)



image




"ბრიჯიტ ჯონსის

დღიური" (2001)



image



მარტო სახლში

(1 და 2)



image



ცუდი სანტა

(2003)



image





ბედის ირონია

ანუ გაამოთ!



image

1
47
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
47
  
2020, 24 ნოემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1