x
image
ირინა მ.
Mediator image
ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე

image

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობაში ისე გამოიყურებიან, როგორც ხანდაზმულები. არიან ვარსკვლავები, რომლებმაც ისწავლეს "ლამაზად დაბერება". და არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ ბერდებიან, და 50 წლის შემდეგ უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდობაში. აი 10 ფენომენალური შემთხვევა, როცა სელებრითებმა დაივიწყეს, თუ რა არის სიბერე.

1. ჰაიდი კლუმი, 47


image



გერმანელ მოდელს კიცხავენ ძალიან თამამი ჩაცმულობის გამო (რომელიც მის ასაკს "არ შეეფერება"), რამდენიმე ათეული წლით უმცროს პარტნიორებთან კავშირების გამო და კამერის წინ უადგილო გაპრანჭვისთვის, თითქოს, ისევ 16 წლის მოზარდია. მაგრამ ჰაიდისთვის, როგორც ჩანს ეს ყველაფერი კომპლიმენტია. გარუჯული ქერათმიანი ლამაზმანი თავის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება.


2. დიტა ფონ ტიზი, 47


image



ცნობილი მოდელი და მოცეკვავე განაგრძობს პუბლიკის გაოცებას თეთრი და გლუვი კანით, მშვენიერი ფეხებით და წვრილი წელით. უნებლიეთ ეჭვდები, მაგიას ხომ არ მიმართავს? იქნებ მარად ახალგაზრდობის ელექსირს მიაგნო და უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა, რომელსაც არც სახე შეცვლია, არც ტანი და არც ტემპერამენტი.


3. ელისაბედ ბენქსი, 46


image



ეს სუსტი, ქერათმიანი ქალბატონი განუმეორებელი ღიმილით, მშვენიერი გენეტიკის და იმ ბედნიერი კონსტიტუციის მფლობელია, როცა ყოველდღე შეიძლება პიცა და ნაყინი მიირთვა და არ გასუქდე. ელისაბედი თავისუფლად ირგებს თექვსმეტი წლის წინანდელ ვიწრო საღამოს კაბებს. სახეზეც ნაოჭების ნაცვლად ძველებურად ბავშვური ჭორფლები აქვს.


4. ვანესა პარადი, 47


image


ეს ფრანგი ქალბატონი დღესაც ისევე ბრწყინვალედ გამოიყურება, როგორც ჯონი დეპთან გაცნობის დღეს, მხოლოდ თაბაშირი აკლია ფეხზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა არასასურველი აქსესუარია. ვანესა იშვიათად გამოდის ხალხში და იშვიათად აწყობს ფოტოსესიებს, ფოტოებზე კი მსახიობი შეიძლება შვილში აგერიოთ.


5. ჯენიფერ ლოპესი, 50


image



50 წელს გადაცილებული პოპ-დივა ადვილად ჯდება შპაგატზე. მას თამამად შეუძლია აჩვენოს შიშველი ფეხები თეძოებამდე და შიშველი ბიუსტი წელამდე-და ეს ესთეტიურად და ჰარმონიულად გამოიყურება. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ასაკის მატება არ აშინებს:"პირიქით, ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი ვხდები, ეს კი ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის!"


6. ნაომი კემბელი, 50


image



შავკანიანი ლამაზმანი ავაზის გრაციით, პრესტიჟულ პოდიუმებზე და ფოტოსესიებზე ნახევრად გამჭვირვალე კაბებში თვალისმომჭრელად გამოიყურება.



image




ნაომის 67 წლის დედაც არანაკლებ ფორმაშია. ამ ეგზოტიკურმა წყვილმა ტოპ-მოდელების ყოველწლიურ ჩვენებაზე თავიანთი ერთობლივი გამოსვლებით პუბლიკა ააფეთქეს. გაუმართლათ გენებში, ვერაფერს იტყვი!


7. სელმა ჰაიეკი, 53


image



ითვლება, რომ სამხრეთის ქვეყნების შავგვრემანი ქალები ჩრდილოელ ევროპელ ქალებზე უფრო ადრე ბერდებიან. სელმას თვალები, ღიმილი და ხავერდოვანი კანი სულ არ შეცვლია ტარანტინოს და როდრიგესის ფილმების ტრიუმფიდან მოყოლებული. ხოლო თუ ფორმები ცოტა დაუმრგვალდა, ეს უფრო მიმზიდველს ხდის მას. სელმას არ ერიდება, 53 წლის ასაკშიც მაკიაჟის გარეშე გადაიღის ფოტო!


8. იოლანდა ჰადიდი, 56


image



image



პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონის დედას დღესაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ტოპ-მოდელ ქალიშვილებს. ოდესღაც ხომ თვითონაც ბრწყინავდა მსოფლიოს პრესტიჟულ ჩვენებებზე, თაყვანისმცემლების "კოლექცია" ჰყავდა და იღებდა ძალიან დიდ ჰონორარებს. იოლანდას სისხლში აქვს გამჯდარი სახის და სხეულის მოვლის ჩვევა და 56 წლის ასაკშიც კი თვალისმომჭრელად გამოიყურება!


9. ბრუკ შილდსი, 54


image



image



1980 წელს ბრუკმა ნახევარი მსოფლიო თავისი აქვამარინის თვალებით დაიპყრო ფილმში "ცისფერი ლაგუნა". დღეს კი თაყვანისმცემლების მოხიბვლას მოვლილი სახით და მოვლილი სხეულით აგრძელებს.



10. ვერა ვონგი, 70


image



ჩვენ, რა თქმა უნდა დიდი ხანია ვიცით, რომ "აზიატი" ქალები სიბერემდე ახალგაზრდა სახისა და სხეულის შენარჩუნების განსაკუთრებულ საიდუმლოებებს ფლობენ. მაგრამ ვერა ვონგი-ეს ჭეშმარიტად უნიკუმია, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. შეხედეთ ბლოგერის მშვენიერ პრესს და გლუვ კანს ნაოჭების გარეშე. ის კი 70 წლისაა!

იხილეთ ასევე:

# გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

# ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ

# სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები ადრე და ახლა

# ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ

# ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

# ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან

# ქალების აზრით, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მამაკაცები

# სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული ცნობილ სახეებს

0
618
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0