x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ფრინველები საოცრად მომხიბვლელი გვირგვინებით


image






ზოგი არსებები იბადებიან იმისათვის, რომ იყვნენ ლამაზი და მიმზიდველი. ეს ჩიტები ბუნებამ დააჯილდოვა საოცარი გვირგვინებით და მისცა სამეფო იერი, რაც ხაზს უსვამს მათ უნიკალურობას. გვირგვინი ეხმარება მათ, რომ უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ.





კაკადუ ინკა

(მაიორ მიტჩელის კაკადუ)


image


ბინადრობს ავსტრალიაში. აქ ყველაზე ლამაზი კაკადუებია. თუთიყუშ კაკადუს ეს სახეობა გამოირჩევა სამფეროვანი გვირგვინით (ვარდისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი), ვარდისფერი ბუმბულითა და თეთრი ფრთებით. ყოველივე ეს საოცარ ფერთა გამას ქმნის. მათ სახელი მიიღეს მაიორ სერ ტომას მიტჩელისაგან, რომელსაც ძალიან უყვარდა ამ ფრინველის გვირგვინის ყურება.





ჰოოპო



image

გავრცელების არეალი: აფრიკა, ევროპა, აზია. აქვს ბუმბულიანი ღია ნარინჯისფერი გვირგვინი, დაბოლოებებში შავი წინწკლებით.


ამაზონის სამეფო ბუზიჭამია



image


ცხოვრობს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.



image






ფილიპინური

არწივი



image


საცხოვრებელი ადგილია ფილიპინები. არწივის ეს სახეობა გიგანტური ტყის მტაცებელია. ასევე, იგი ყველაზე დიდი არწივია მსოფლიოში. აქვს მოთეთრო-მოყავისფრო ფრთები, ულამაზესი სავარცხელი გვირგვინი. ის ერთადერთი ადგილობრივი ფრინველია, რომელიც იკვებება ციყვებით, გველებითა და სხვა მსგავსი არსებებით. ფილიპინური არწივი სიცოცხლეში მხოლოდ ერთ პარტნიორთან წყვილდება და ყოველ 2 წელიწადში დებს კვერცხს. ის შედის გადაშენების მყოფ ფრინველთა სიაში ნადირობისა და ტყეების გაჩეხვის გამო. ადგილობრივები ფილიპინურ არწივს კლავენ შიშის, ცნობისმოყვარეობის, გართობის, ან უვიცობის გამო. ტყეების გაჩეხვა ფილიპინურ არწივს საკვებს აკარგვინებს. ფილიპინების ტყეები დღეისათვის ითვლის მხოლოდ 400-მდე წყვილ ადგილობრივი სახეობის გიგანტურ არწივს.



აღმოსავლური სამეფო

წერო


image


ბინადრობს აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში. ესაა ნაციონალური ფრინველი, რომელიც გამოსახულია უგანდის დროშაზე.



ჰოლანდიური

თეთრი ქათამი


image



სამეფო მტრედი

image


გავრცელების არეალი: ახალი გვინეა.ესაა მუქი ლურჯი -რუხი ნაცრისფერი ფრინველი, მუქი ბორდოსფერი მკერდით, რომელიც ძალიან ელეგანტურად და დიდებულად გამოიყურება.



0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0