x
image
ირინა მ.
პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები
image


პლასტიკური ქირურგია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ჩაისახა, მაგრამ როგორც მედიცინის სრულყოფილი დარგი, განვითარდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. პირველი მსოფლიო ომის დროს, ოფიცერმა უოლტერ რენმა იუტლანდიაში ბრძოლისას, საშინელი ჭრილობა მიიღო, რომელმაც სახე დაუმახინჯა: მას დაეწვა სახის ზედა ნაწილი და თვალის ქუთუთოები, ისე რომ არ შეეძლო თვალების დახამხამება. ჰოსპიტალში დაჭრილი და დასახიჩრებული სამხედროების დიდი რიგი იყო, დრო კი მიდიოდა, ოფიცრის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. მაგრამ აი, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ მისი მდგომარეობით ცნობილი ლონდონელი ქირურგი, ჰაროლდ ჯილისი დაინტერესდა.

image


ექიმს სჯეროდა, რომ შეძლებდა უოლტერის დახმარებას. 1917 წელს მან შეიმუშავა საკუთარი მეთოდიკა, რომელიც გულისხმობდა სხეულის ჯანმრთელი ნაწილებიდან კანის ტრანსპლანტების გადანერგვას დაზიანებულ უბნებზე. იმ დროისთვის ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ოფიცერს სახეზე უკვე ნაწიბურები ჰქონდა. ეს დამატებით პრობლემას ქმნიდა, საჭირო იყო ნაწიბურიანი ქსოვილის მთლიანად მოცილება. ექიმმა პაციენტს ნარკოზის ქვეშ მთლიანად მოკვეთა ნაიარევი ქსოვილი. თავისი მეთოდის გამოყენებით, მან ჯანმრთელი შემაერთებელი ქსოვილის ლასკუტს ნიღბის ფორმა მისცა, გაუკეთა თვალებისთვის ჭრილები და ოფიცერს სახეზე გადაუნერგა. უოლტერმა ახალი ქუთუთოები შეიძინა და შეძლო ნორმალურად დახამხამება. ოპერაცია რამდენიმე კვირას გაგრძელდა და რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ქსოვილების შეხორცება რთულად მიმდინარეობდა. უოლტერს ინფექცია დაუდგინდა, მაგრამ ექიმმა შეძლო ინფექციასთან გამკლავება და პროცესის წარმატებით დასრულება. ქირურგის მეთოდიკამ იმუშავა და პაციენტის ორგანიზმმა ახალი კანი შეითვისა.

ამის შემდგომ იყო აღდგენის ხანგრძლივი პროცესი. ოფიცრის მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა და იგი მიიწვიეს სამეფო ფლოტში, სადაც გააგრძელა თავისი კარიერა. ექიმმა ჰაროლდ ჯილისმა კი კიდევ მრავალი სიცოცხლე იხსნა: პირველი მსოფლიო ომის დროს ხუთი ათას სამხედროზე გამოიყენა თავისი რევოლუციური მეთოდი და ჩაატარა ათი ათასზე მეტი ოპერაცია.


image


image




image


ჰაროლდ ჯილისი პლასტიკური ქირურგიის მამად ითვლება, ეს ოპერაცია კი მედიცინის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი სახის გადანერგვა.

დღეს, პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე ტექნოლოგიები და უახლესი მეთოდიკა, რომელიც წარსულის გამოცდილებებს ეყრდნობა, საოცრებებს ახდენენ სხვადასხვა სირთულის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შესრულებისას. ეს ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც სხეულის რთული ტრავმები აქვთ მიღებული, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

იხილეთ ასევე:




# საშინელი ტრავმები, რომელიც კომპიუტერულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს


# ენის გაჭრა, ფანჯარა ტუჩზე, ყური ხელზე და სხეულის სხვა უცნაური მოდიფიკაციები


# ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ


# წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები


# რატომ ეძინათ ადრე ადამიანებს მჯდომარე მდგომარეობაში

0
457
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0