x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
5 ქცევის ტიპი, რომელიც თქვენი პარტნიორი მამაკაცის ერთგულებაზე მიუთითებს

image


თუკი პარტნიორი მამაკაცის ქცევაში ამ ნიშნებსა ან ჟესტებს ამჩნევთ, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ თქვენ სწორედ იმ ადამიანის გვერდით იმყოფებით, ვინც თქვენს ურთიერთობებს ნამდვილად აფასებს.




ის დროს თქვენთვის ყოველთვის პოულობს


image


მაშინაც კი, როდესაც თქვენი პარტნიორი ძალიან დაკავებულია ის, რამდენიმე თავისუფალ წუთს ტექსტური შეტყობინებისთვის ან დარეკვისთვის ყოველთვის პოულობს, ასევე დროს ის იმისთვისაც ნახულობს, რომ თქვენთან ერთად ან ფილმს უყუროს ან ფინჯანი ჩაი მიირთვას ან თუნდაც საკუთარი პრობლემა განიხილოს, და ამას იმიტომ კი არ აკეთებს რომ - "ასე უნდა იყოს", არამედ იმიტომ რომ მას ეს ნამდვილად სურს.






მას თქვენი აზრი აინტერესებს


image


თქვენ ერთმანეთის გვერდით თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობთ და, ამიტომაც ყველა თემაზე თავისუფლად საუბრობთ. მას ისევე აინტერესებს თქვენი აზრი, როგორც თქვენ მისი... სინამდვილეში წყვილებს შორის ასეთი სიახლოვე ხელს უწყობს სამომავლოდ ყოველგვარი კამათისა და გაუგებრობების შემთხვევაში სიტუაციის დისკუსიით მოგვარებას.



რჩევას ყოველთვის გეკითხებათ


image


რჩევას იმიტომ გეკითხებათ, რომ მისთვის თქვენი აზრი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი. თუ თქვენი მეგობარი მამაკაცი თქვენგან რჩევას ითხოვს, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის თქვენდამი საკმაოდ სერიოზულად არის განწყობილი.





ის დაპირებებს ყოველთვის ასრულებს


image


ეს თვისება ადამიანის ერთგულებაზე, მის წესიერებაზე მიანიშნებს. ასეთ ადამიანს შეგიძლიათ ყოველთვის ენდოთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ის თქვენ ზურგში დანას არასდროს ჩაგარტყამთ.



თქვენს სამეგობრო წრეს პატივს სცემს


image


ის, არც თქვენი და არც თავისი მეგობრების თანდასწრებით თქვენს მეგობრებსა თუ ახლობლებზე ცუდს არასდროს ამბობს. ეს პატივისცემა რა თქმა უნდა, ორმხრივი უნდა იყოს. თქვენი სამეგობრო, ისევე როგორც თავად თქვენ, მისი და მისი მეგობრების მიმართ ყოველთვის თავაზიანი უნდა იყოთ.





0
47
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
47