x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ხელისუფლების შეცვლა
image

მუხლი 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი

1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.


მუხლი 3. დემოკრატია

1. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.

3. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია.

4. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.

როგორც, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე, თქვა, შეიძლება ხალხის ბედი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტოსო, თუმცა შემდეგ არჩევნების შედეგები ცნო და ბაიდენსაც აღიარებს პრეზიდენტად.

საქართველოში, ცოტა ძნელია მოპარული ხმების დაცვა, რადგან აქ არც სასამართლოა თავისუფალი და არც გარემოა ისეთი, ყველაფერზე გქონდეს პასუხი, ამიტომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამიტომ, ისმის კითხვა, ვინ აღიარებს 21 ნოემბრის არჩევნებს? არავინ

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0